უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საარჩევნო დემონსტრაციაზე ოპოზიცია უკრაინის ინტერესების გამტარებლად მოიხსენია.
„მე სათანადო მოკრძალებით ვამბობ, რომ ჩვენ წინაშე რეალური არჩევანია, ვინ ჩამოაყალიბებს მთავრობას: ზელენსკი თუ მე. ამ ორიდან უნდა ამირჩიოთ მე“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში უნგრეთის ფული უკრაინაში გადაიგზავნება.
„უნგრეთს თუ ეყოლება მთავრობა, რომელიც უნგრელების ნაცვლად უკრაინელების ინტერესებს დაიცავს, უნგრეთის ფული უკრაინაში წავა“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება

