სამშაბათი, დეკემბერი 9, 2025

ვიქტორ ორბანი – ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის, უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს, მეამბოხეობა იწყება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მიგრაციის პაქტის წინააღმდეგ მეამბოხეობას იწყებს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრიუსელი ცდილობს, აიძულოს უნგრეთი კიდევ უფრო მეტი გადაიხადოს ან მიგრანტები მიიღოს. ეს მიუღებელია. უნგრეთი უკვე საკმარისზე მეტს ხარჯავს კავშირის გარე საზღვრის დასაცავად. ჩვენ არ მივიღებთ არც ერთ მიგრანტს და არ გადავიხდით სხვების მიგრანტებისთვის. უნგრეთი არ განახორციელებს მიგრაციის პაქტის ღონისძიებებს. მეამბოხეობა იწყება“, – წერს ორბანი.

როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ევროკომისიაში შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ავსტრია აწყდებიან სერიოზულ მიგრაციულ ზეწოლას და შეიძლება ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდნენ ევროკავშირში მიგრანტების განაწილების მექანიზმისგან.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – სუსტი და დამარცხებული რუსეთი ჩინეთისთვის არასასურველია, თუ ჩინეთისთვის არახელსაყრელია რუსეთის შეჩერება, ეს ნიშნავს იმას, რომ ომი გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჩინეთისთვის არ არის მომგებიანი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.„რა თქმა უნდა, ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, ძლიერი ეკონომიკა აქვს და ჩვენს შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის გავლენაა, რომელიც ჩინეთს ნამდვილად აქვს რუსეთზე და პირადად პუტინზე. ჩინეთის ხალხის, მათი ისტორიისა და კულტურისადმი სრული პატივისცემით უნდა ითქვას პირდაპირ, მე ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება, ჩინეთისთვის ამ ომის დასრულება სასარგებლო იყოს. რატომ? რადგან ჩვენ წავიკითხეთ აშშ-ის დოქტრინა. ეს არის ორი დიდი ძალა, ორი დიდი ეკონომიკა და მათ შორის დიდი კონფრონტაცია. ეს აუცილებლად არ ნიშნავს ომს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის დაპირისპირება, დიპლომატიური, ეკონომიური. სუსტი და დამარცხებული რუსეთი ჩინეთისთვის არასასურველია და სწორედ ამის გამო იტანჯება უკრაინელი ხალხი“, – თქვა ზელენსკიმ.როგორც უკრაინის ლიდერი ამბობს, თუ ჩინეთისთვის არახელსაყრელია რუსეთის შეჩერება, ეს ნიშნავს იმას, რომ ომი გაგრძელდება.„ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთი პირდაპირ იარაღით ეხმარება რუსეთს, მაგრამ აშკარად არ უჭერს მხარს ამ ომის შეჩერებას“, – ამბობს ზელენსკი.ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა სადაზვერვო ინფორმაციების თანახმად, ის ფლობს ინფორმაციას, რომ ჩინეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე დანადგარების, გარკვეული ნივთების მიწოდება ხდება, მაგრამ იარაღის პირდაპირი მიწოდების თაობაზე ზელენსკი ინფორმაციას არ ფლობს.

სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში კედელი ჩამოინგრა

სანზონაში, ქვიშხეთის ქუჩაზე, 1-ელ კორპუსში კედელი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შენობა ავარიული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ამჟამად ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. კორპუსის ბინადრები დროებით სასტუმროებში გადაჰყავთ.

ჩემდა სამწუხაროდ, მეუფეს ეს თხოვნა ვერ შევუსრულეთ – რას იხსენებს ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში "ეპიზოდი" განვლილი წლებისა და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ საუბრობს:- მივდივარ მეუფე სერაფიმესთან და უნდა დაგტოვოთ, ბორჯომი უნდა დავტოვოთ-მეთქი. მეუფემ დაგვაყენა ხუთივე, ლოცვა წაგვიკითხა, კურთხევა მოგვცა, მაგრამ გვითხრა, რომ ჯგუფს სახელი გადაარქვით, "ქუჩის ბიჭებს" ნუ დაარქმევთო. აბა, რა დავარქვათ-მეთქი და მან მითხრა "ბორჯომელი ბიჭები" დაარქვითო. ჩემდა სამწუხაროდ, მეუფეს ეს თხოვნა ვერ შევუსრულეთ. იმიტომ, რომ ეს ჩემი ახირება, მოგონილი სახელი იყო და იმ წლებისთვის სახელში დიდი ინტრიგა იდო. აფიშა რომ გაიკვრებოდა, ჯერ მარტო ინტერესი მოიყვანდა კონცერტზე ხალხს. რაღაც ჩემებური გათვლები მქონდა, რომელიც ალბათ ზემოდან მოდიოდა. სახელი ქუჩიდან წამოვიღე სამახსოვროდ. მეტი არაფერი წამომიღია. 15 წლის ასაკის შემდეგ ასანთის ღერი არ ამიღია არავის ოჯახიდან. სამწუხაროდ, ცუდი წლები იყო. წარმოიდგინეთ, ბორჯომში კანფეტის ქურდობისთვის ვარ დაჭერილი. მადლობას ვუხდი უფალსა და მეუფე სერაფიმეს, რომ სწორ გზაზე დამაყენა, სწორ კალაპოტში ჩამაყენა და დროზე მივხვდი, რა ცხოვრებით უნდა მეცხოვრა. 

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა მათ. მოლოდინი გვაქვს, რომ...

უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერ ურთიერთობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეროვნული შეხედულებების პრიზმაში. პირველ რიგში, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ამოცანებს. ჩვენ გვაქვს 2 მთავარი ეროვნული ამოცანა - ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში.როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ამ 2 მიზნის მიღწევისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მათ შორის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა.,,როცა ვსაუბრობთ ჩვენ აშშ-ზე, თავისთავად იმ ქვეყანაზე, რომელთანაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ვაჩვენეთ არა უბრალოდ ქაღალდზე დაწერით, არამედ საქმით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ომში გავყევით მაშინ, როდესაც ნახევარი ევროპა დაემალა. რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი მოლოდინი გვაქვს, როდესაც ასეთი წვლილი გვაქვს შეტანილი ჩვენს პარტნიორობაში, რომ ამ წვლილს ადეკვატური პასუხი ექნება. ჩვენ ვართ სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, თავადაც მგონი ბევრი ხედავს, რომ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, არც ერთი მოსაზრება ჩვენ დაპატენტებული არ გვაქვს და რა თქმა უნდა, როდესაც სხვები აგნებენ იმას, რასაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ მივაგენით, ეს მე მგონი, მათთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ დააფასონ ის, რომ ჩვენ არა ბირთვულმა სახელმწიფომ ამერიკის მსგავსად, არამედ 3,5 მილიონმა საქართველომ დიდი ხნით ადრე ვამხილეთ კიდევაც - იქნება ეს ,,დიფ სთეითი” თუ ოლიგარქიული და არაფორმალური მმართველობა, თუნდაც ევროპის კონტინენტზე და ამის წინააღმდეგ დავდექით კიდეც მყარად. ამიტომ, იმედი გვაქვს, ადრე თუ გვიან ეს გადაწყვეტილება და ურთიერთობების დაახლოება მოხდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ არ ვმოქმედებთ არავიზე შემყურედ, არც ერთი გეოგრაფიული მიმართულებით. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს და ჩვენს მეგობრობის გაწვდილ ხელს საპასუხოდ გამოუწვდის, ყველასთან, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი ურთიერთობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან“ – შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე

„არანაირი ეჭვი საზოგადოებაში არ არსებობს. ვისშიც ეჭვი არსებობს, ეს არის ადამიანების ის ჯგუფი, რომელთაც ტვინი გამოურეცხეს პირდაპირი პროპაგანდით და დეზინფორმაციით, მათ შორის, ბრიუსელიდან და ამ ადამიანებს აჯერებენ, რომ თუთიყუშს გასძვრა ბუმბული იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული საქართველოში, - ამ რწმენით რომ არიან ადამიანები, ტელევიზიებში დადიან და არც ერიდებათ ამაზე საუბარი, რომ თუთიყუში მარჩელოს დონეზეა დაყვანილი ეს ყველაფერი,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.„ეს ხომ აჩვენებს, რა კატასტროფულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, იმ ჯგუფზე როცა ვსაუბრობთ, რომელსაც ტვინი აქვს გამორეცხილი და აჯერებენ ყველაფერს, რასაც უნდათ. ეტყვიან, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღია, - დაიჯერებენ, ეტყვიან მეორეს, მესამეს, - ყველაფერს დააჯერებენ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი, პროპაგანდისტული, ჰიბრიდული ოპერაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი და ჰიბრიდული ომის ნაწილი გარკვეულწილად.ზოგიერთმა ევროპულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, გარკვეულ მოწყვლად ჯგუფებს ადამიანებისა იმდენად გამოურეცხეს ტვინი, რომ ადამიანებს აჯერებენ ყველაფერს. შეგახსენებთ, რომ ომი რომ დაიწყო უკრაინაში, კედლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებზე ელანდებოდათ რაღაც ნიშნები, რომლებიც აღმოჩნდა კატის ნახატები, აღმოჩნდა, რომ კატა იყო გამოსახული და ამბობდნენ, რომ ეს მონიშვნა არისო, უნდა დაბომბოს რუსეთმა და ა.შ. დააჯერეს ამ ადამიანებს პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი, დააჯერეს, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია ჰქონდა და შემდეგ ის, რომ დემენციისგან განიკურნა, - მსოფლიოში პირველად ადამიანი. ამას აკეთებს დღეს ბრიუსელი, ეს არის ყველაზე საშინელი რამ, რასაც ვხედავთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტვინის გამორეცხვა ადამიანებისთვის,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები