აშშ და რუსეთი თუ ჩათვლიან, რომ მათ შორის სამშვიდობო სამიტია საჭირო, ბუდაპეშტი კვლავაც სიამოვნებით უმასპინძლებს ამ შეხვედრას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპული სტრატეგია ჩავარდა.
„შეერთებულმა შტატებმა რადგან ამ ომს პრეზიდენტ ტრამპამდე დაუჭირა მხარი, აშშ-ის ამჟამინდელი პოზიცია, რომელიც აშკარად მშვიდობის მომხრეა, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. ამიტომ როდესაც ამერიკელი და უნგრელი პოლიტიკოსები ხვდებიან ერთმანეთს, მათ არ შეუძლიათ, არ ისაუბრონ რუსეთ-უკრაინის ომზე“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინის მდგომარეობა ახლა რთულია და ის მიიჩნევს, რომ ეს უკრაინელების დამსახურებაა. ორბანის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ეტაპობრივად მოხსნის უკრაინის მიერ დაწესებულ ბლოკადას, რომელიც დაკავშირებულია ნავთობსადენ „დრუჟბასთან“.

