უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთმა მის წინაშე არსებული ყველა კრიზისი დაძლია.
მისივე თქმით, ევროპა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან ენერგორესურსების გარეშე ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს.
ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა ენერგორესურსები ნებისმიერი ადგილიდან უნდა მიიღოს.
„ჩვენ გვქონდა ფინანსური, მიგრაციის და ენერგეტიკული კრიზისი ერთდროულად. მათგან თავის დაცვა წარმატებით მოვახერხეთ. უნგრეთმა აქამდე ყველა კრიზისი დაძლია. მომავალი ევროპას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ენერგიის გარეშე ეკონომიკა არ იქნება. ფუნქციონირებადი ეკონომიკის გარეშე ყველაფერი რისკის ქვეშაა. ევროპას ენერგია სჭირდება, ნებისმიერი ადგილიდან. დროა, ჩვენი პრიორიტეტები სწორად დავსახოთ“, – აცხადებს ვიქტორ ორბანი.

