უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნებისმიერ პროუკრაინულ გადაწყვეტილებას დაბლოკავს. ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განაცხადა.
ორბანის თქმით, ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ვიდრე მის ქვეყანას ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდება არ აღუდგება.
„უნგრეთის პოზიცია ძალიან მარტივია. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, როდესაც მივიღებთ ჩვენს ნავთობს, რომელიც მათ მიერ არის ბლოკირებული. მანამდე კი არ არსებობს უკრაინისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება, რომელსაც უნგრეთი მხარს დაუჭერს. ჩვენ ნავთობს ველოდებით. სხვა ყველაფერი მხოლოდ ზღაპარია“, – აღნიშნა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რაზეც ისინი საუბრობენ, არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური საკითხია უნგრელებისთვის.
„ნავთობი უნგრელებისთვის არსებობის საკითხია. ნავთობის გარეშე ყველა ოჯახი და უნგრული კომპანია გაკოტრდება. ასე რომ, ეს ხუმრობა, პოლიტიკური თამაში არ არის. ზელენსკიმ ეს უნდა გაიგოს“, – განაცხადა ორბანმა.

