ვიქტორ ორბანი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის ევროკავშირის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ ცნობას ეხმაურება და მარინ ლე პენს სოლიდარობას უცხადებს.
„მე ვარ მარინი“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „იქსში“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სოლიდარობის ამგვარი ფორმით გამოცხადება უკავშირდება ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოზე“ 2015 წელს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რა დროსაც სოციალურ ქსელში გავრცელდა კამპანია, რომლის მონაწილეებიც ჟურნალის რედაქციას სოლიდარობს უცხადებდნენ შემდეგი გზავნილით „მე ვარ შარლი“ (Je suis Charlie).
ცნობისთვის, მარინ ლე პენი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.