ორშაბათი, მარტი 16, 2026

ვირტუალური აუტიზმი – ეს უკვე რეალობაა!

პრობლემა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ყოველწლიურად. შემთხვევათა 90%-ში მშობლები აღიარებენ, რომ მათი ბავშვები დღის მანძილზე 4-5 საათს ატარებენ ტელევიზორთან, მობილურ ტელეფონთან ან გაჯეტებთან.
უფროსებისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან გატარებული 5 საათი არ წარმოადგენს საგანგაშო ფაქტორს, მაგრამ პატარა ბავშვებისთვის (0-2 წლის) ელექტრონული გაჯეტები უბრალოდ დამანგრეველ ეფექტს იძლევა. მარიუს ზამფირმა (ფსიქოლოგი და რუმინეთის ბავშვთა აუტისტური ცენტრის კოორდინატორი) გამოიგონა ტერმინი “ვირტუალური აუტიზმი” და გაუზიარა კოლეგებს საკუთარი გამოკვლევების შედეგები: “უმეტეს შემთხვევევბში, ბავშვებს, რომლებსაც 5 საათით ტოვებდნენ ეკრანებთან ვირტუალურ რეალობასთან, გამოუვლინდათ ფსიქომოტორული განვითარების, მეტყველების და ქცევის დარღვევები (აუტიზმი)”.

“ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სიმპტომებით “ვირტუალური აუტიზმი” არაფრით განსხვავდებოდა კლასიკური აუტიზმისგან. განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ პირველ შემთხვევაში საქმე გვქონდა ბიოლოგიურ- ნევროლოგიურ განუვითარებლობასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში – ნეიროგანვითარების არარსებობასთან, რომელიც გამოწვეულია ვირტუალური რეალობით”.

თუ აუტიზმის პრობლემა გაღელვებთ, ეს ინფორმაცია დაგჭირდებათ

როგორც წესი, ბავშვები სიტყვების მნიშვნელობას და აზრს იგებენ სხვადასხვა სათამაშოთი თამაშის, ადამიანებთან ურთიერთობის, მათი მოქმედებისა თუ ქცევის შედეგად. ისინი სიტყვიერად უხსნიან ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობას. მაგ: პანამა ასოცირდება მზესთან და სიცხესთან, თბილი ქუდი კი – სიცივესთან და ზამთართან. ბავშვის ტვინი ვერ ვითარდება შეხების (სათამაშოებთან, საგნებთან ადამიანებთან) გარეშე. ხმაური და შუქი – რაც ეკრანიდან მოდის, მხოლოდ ფიზიკურად იზიდავს ბავშვის ყურადღებას. ამ შემთხვევაში ვერ ვითარდება გონებრივი შესაძლებლობები.

ეკრანი იმდენად იზიდავს ბავშვის ყურადღებას და მის გრძნობებს, რომ ის ვეღარ აცნობიერებს რა ხდება მის გარშემო – რეალურ სამყაროში. ეკრანზე გამოსახულება ხომ უფრო ჩქარი, ხმაურიანი და ფერადია. ასე ყალიბდება დამოკიდებულება შუქზე, ხმაურსა და ნახატებზე, რაც ბავშვის იზოლირებას ახდენს გარე სამყაროსთან.

ხმაური, მკვეთრი შუქი, კადრების სწრაფი მონაცვლეობა (მულტფილმების შემთხვევაშიც), ბავშვში იწვევს ნეგატიურ ემოციებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადადის აგრესიულ და უკონტროლო ქცევაში.

ექიმები და ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, 2 წლამდე ბავშვები რაც შეიძლება დიდი ხნით ასეირნონ ქუჩაში, ბუნებაში. აკონტაქტონ მათზე უფროს ბავშვებთან, უფროსებთან, რომლებიც ისაუბრებენ და ითამაშებენ მათთან.

რუმინეთის ბავშვთა აუტისტურმა ცენტრმა დაიწყო კამპანია “შევაჩეროთ ვირტუალური აუტიზმი”. მისი მიზანია აამაღლოს ცნობიერება საკმაოდ სერიოზულ შედეგებზე (უფროსებში, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებში), რასაც იწვევს კომპიუტერისა და ტელევიზორის უკონტროლო ყურება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის

თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც წესდება სანქციები – მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე. შესაბამისი ცვლილებები  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000-დან 30 000 ლარამდე იქნება განსაზღვრული. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 30000 ლარით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

დონალდ ტრამპი – პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის, მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, განცხადებით, რუსეთს არა ევროპის, არამედ აშშ-ის ეშინია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ნატო  ჩვენ ვართ. პუტინს ეშინია ჩვენი, მას არ ეშინია ევროპის. მას ეშინია ამერიკის შეერთებული შტატების“, – განაცხადა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები