ვიოლა ფონ კრამონი: ბევრმა მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არა, არამედ აშშ-შია, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში – აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა

Read Time:48 Second

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გერმანიაში ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარ შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრმა ძალიან ღიად მითხრა, რომ პრობლემა პუტინში კი არ არის, არამედ აშშ-ში, ჩვენს შიდა სადაზვერვო სააგენტოსა და CIA-ში (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო). აქ რაღაც საშინლად არასწორად წარიმართა“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ის, ასევე ინტერესდება გერმანელი პოლიტიკოსის, სარა ვაგენკნეხტის საარჩევნო კამპანიის ფინანსების წარმომავლობით.

„ასევე მაინტერესებს, რა დაჯდა მისი საარჩევნო კამპანია და ვინ დააფინანსა“, – წერს ფონ კრამონი.

ცნობისათვის, ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარტიამ ევროპარლამენტის არჩევნებში მესამე ადგილი დაიკავა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანულ მაუწყებელზე, ARD-ზე დაყრდნობით, „დოიჩე ველე“ წერს, რომ ხმათა 29,5%-ით პირველ ადგილი დაიკავა კონსერვატიულმა პარტიამ, 16,5%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ ხმების 14 პროცენტი დააგროვა.

„სოციალ-დემოკრატების“ გარდა, გერმანიის მმართველ კოალიციაში შედის კიდევ ორი პარტია, რომლებმაც ხმების დაბალი პროცენტი მიიღეს. კერძოდ, „მწვანეებმა“ ხმათა დაახლოებით – 12%, „ლიბერალურმა თავისუფალმა დემოკრატებმა“  (FDP) კი 5 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, ევროპარლამენტის არჩევნებში ოლაფ შოლცის კოალიციის სამივე პარტია დამარცხდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ნაკრებმა პოდგორიცაში მონტენეგრო დამაჯერებლად დაამარცხა
Next post მამუკა მდინარაძე: ერთმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ, ქართველმა ან უცხოელმა, გაგვცეს პასუხი კითხვაზე: როგორ შეიძლება, საქართველოში, დემოკრატიას ძირს უთხრიდეს ზუსტად იგივე, რაც ამერიკასა და საფრანგეთში ძირს უმაგრებს დემოკრატიას?!