შაბათი, ივნისი 7, 2025

ვინ მოკლა ალბერტ აინშტაინის ნათესავები?

1944 წლის აგვისტოში იტალიაში ალბერტ აინშტაინის ნათესავები მოკლეს. მაგრამ ნაცისტების მიერ ჩადენილი დანაშაული დღემდე გაუხსნელია. ახლახანს ბრიტანელმა ჟურნალისტმა აღმოაჩინა მანამდე უცნობი კინო-კადრები, რომლებიც დამნაშავეების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

ფლორენციის მახლობლად მდებარე ვილა ფოკარდო – 80 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, ვერმახტის ჯარისკაცებმა აქ სამი ქალი მოკლეს. ისინი ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის ნათესავები იყვნენ. „ამის მიზეზი იყო სიძულვილი, ოჯახის მიმართ სიძულვილი. და კიდევ ის, რომ ებრაული ოჯახი იყო“, – დარწმუნებულია ცოცხალი მოწმე, ფრანკო ჯორჯეტი. ის 13 წლის იყო, როდესაც მკვლელობები მოხდა. ვილაში, დანაშაულის ადგილზე, ის ერთი დღის შემდეგ შევიდა. „ყველაფერი დალეწილი იყო[…] იატაკზე დიდ, სისხლის ლაქაში სისის ქერა თმა დავინახე“.

„ისე ახლოს, როგორც არასდროს“

მკვლელებს და დანაშაულის მოწმეებს გამომძიებლები ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ. რამდენიმე წლის წინ ბავარიაში სასამართლო პროცესი გაიმართა, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის მიყვანა, მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო, შეუძლებელი გახდა. დღემდე არავინ არის დასჯილი და არც მკვლელები არიან იდენტიფიცირებულები.

ბრიტანელი ჟურნალისტი, თომას ჰარდინგი ამ დანაშაულს წლების განმავლობაში იძიებს. მან ამის შესახებ წიგნიც დაწერა. მისი ებრაული ოჯახი ბერლინიდანაა, დიდი ბაბუა კი ალბერტ აინშტაინის ექიმი იყო. „გერმანელები, იტალიელები და ამერიკელები 80 წლის განმავლობაში ცდილობდნენ ეპოვათ პასუხი, თუ ვინ იყვნენ მკვლელები. და ახლა, როგორც არასდროს, ამასთან ახლოს ვართ”, – განმარტავს ის პოლიტიკურ ჟურნალ „კონტროვერსთან“ საუბრისას.

ალბერტი აშშ-ში მიდის – რობერტი იტალიაში ცხოვრობს

ალბერტ აინშტაინი, მრავალი წლის განმავლობაში, მიუნხენში, ადლზრაიტერშტრასეზე ცხოვრობდა. ის იქ თავის ბიძაშვილ რობერტთან ერთად გაიზარდა. ისინი ძმებივით იყვნენ. სანამ გენიოსი ფიზიკოსი 1933 წელს აშშ-ში წავიდოდა, რათა ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ფული შეეგროვებინა, რობერტი, წლების განმავლობაში, იტალიაში მშვიდად ცხოვრობდა მეუღლე ნინასთან, ორ ქალიშვილთან და ორ ნაშვილებ ქალიშვილთან ერთად.

შურისძიება ცოლსა და ქალიშვილებზე

1944 წლის ზაფხულში მოკავშირეები იტალიის ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. ფრონტის ხაზი მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული ვილა ფოკარდოდან – სახლიდან, რომელშიც რობერტ აინშტაინი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ის ებრაელი იყო, მისი ცოლი და შვილები კი – ქრისტიანები. ამიტომ, მას სჯერა, რომ ქალები საფრთხეში არ იყვნენ და მიმდებარე ტყეში მარტო იმალებოდა – იმ იმედით, რომ ომი მალე დასრულდებოდა.

მაგრამ 1944 წლის 3 აგვისტოს გერმანელი ჯარისკაცები კარს ამტვრევენ, სახლში ძალადობრივად შედიან და ითხოვენ პასუხს კითხვაზე, სად არის რობერტი. ნინას და მის ორ ქალიშვილს, ლუსი და სისი აინშტაინებს, ადგილზე ხვრეტენ. ვილის კედლებზე არსებული ტყვიების ნაკვალევი ამ დანაშაულის უტყვი მოწმეა.

მიგვიყვანს კინო-კადრები მკვლელებამდე?

ლონდონში არსებულ საიმპერიო სამხედრო მუზეუმში თომას ჰარდინგმა ახლახანს მანამდე უცნობი კინო-კადრები აღმოაჩინა. „ეს კადრები შეიძლება ამ საშინელი სისასტიკის პირველი მტკიცებულება იყოს“, – ეუბნება ის „კონტროვერსს“. ჰარდინგი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა იყო ალბერტ აინშტაინის ოჯახის წინააღმდეგ მიმართული „ვენდეტა“, ნაციონალ-სოციალისტების შურისძიების აქტი.

ისტორიული ფოტოები ასახავს გერმანელ ჯარისკაცებს, რომლებიც, როგორც სამხედრო ტყვეები, ვილიდან არც თუ ისე შორს, ინკონტროს მონასტერში დააკავეს. არიან თუ არა ეს ჯარისკაცები ალბერტ აინშტაინის ნათესავების მკვლელები ? თომას ჰარდინგი ახალი მტკიცებულებების მოძიებას აპირებს. რობერტ აინშტაინი ნაცისტების სისასტიკეს გადაურჩა. მაგრამ 1945 წლის ივლისში, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის მკვლელობიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში, მან ვილა ფოკარდოში სიცოცხლე ტრაგიკულად დაასრულა – თავი მოიკლა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს…“ – ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე

ხაშურში, მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.ნანა ხიხაძე თბილისში გამოიყვანეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.ქალი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, ექიმები ყველა ძალას ხმარობენ მის გადასარჩენად.ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ჩიქოვანის განცხადებით, მოზარდის გარდაცვალების და მისი დედის სავარაუდო მოწამვლის მიზეზი კვლავ უცნობია.დავით ჩიქოვანის თქმით ლუგარის ლაბორატორიამ საკვების ნიმუშების წარდგენაც მოითხოვა.,,გუშინ გავაგზავნეთ ნაცხები პირღებინებიდან და კუჭიდან, შემდეგ მოითხოვეს საკვების ნიმუშებიც. დღეს უკვე ეს დამატებითი მასალები გავაგზავნეთ. ამ ეტაპზე, კვლავ უცნობია მომხდარის მიზეზი. ლუგარის ლაბორატორიიდან დასკვნას ველოდებით“, - ამბობს ჩიქოვანი.შეგახსენებთ, გუშინ ხაშურში გარდაცვლილი ნახეს მოზარდი, დედა კი - კომატოზურ მდგომარეობაში. შს სამინისტროს ცნობით დაღუპულია 9 წლის ასაკის ბიჭი. დედა კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

“ვარდისფერ ფერებში დაიწყო…” – თათია შარანგია მიმართვას ავრცელებს

პიანისტი, თათია შარანგია, რომელიც იუბილარი იყო, საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის."უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, იმ სითბო და სიყვარულისთვის, რაც უდიდეს ძალას მაძლევს. მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც არის ჩემი ცხოვრების საყრდენი და საჩუქარი. მადლობა სამყაროს, რომელიც ჩემს მიმართ ძალიან კეთილად არის განწყობილი, პასტელურ, ვარდისფერ ფერებში დაიწყო ჩემი 36!"

რა ინფორმაციას წერს ტრამპი სოციალურ ქსელში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის და ჩინეთის წარმომადგენლები მომავალ კვირას ლონდონში სავაჭრო საკითხების განსახილველად შეხვდებიან.აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებები ჩინეთთან ლონდონში 9 ივნისს უნდა გაიმართოს.ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლატნიკი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი.„შეხვედრამ ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა – არის მსხვერპლი

თურქეთში, ქალაქ კონიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 1 მგზავრი, 26 დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.კონიას გუბერნატორის განცხადებით, ავარიასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. მედიის ცნობით, ავტობუსი მერსინიდან კონიაში მიემართებოდა.ადგილზე დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საინფორმაციო ომების წინააღმდეგ ერთიანდებიან

ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა და ლორდთა პალატის წევრებს. ევროპარლამენტარებმა ორი დღის განმავლობაში, ონლაინ უსაფრთხოების, დეზინფორმაციის და მედიაწიგნიერების საკითხები BBC-სთან და კომუნიკაციების ოფისთან (Ofcom) ერთად განიხილეს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესრელიზშია ნათქვამი.ვიზიტის შემდეგ, ევროპის დემოკრატიული ფარის სპეციალური კომიტეტის EUDS-ის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნატალი ლუიზემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ, რათა საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს დაუპირისპირდნენ."დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი იზიარებენ ჩვენი დემოკრატიების დასაცავად ერთნაირ აუცილებლობას. ჩვენ, ასევე ვიზიარებთ იგივე მიზნებს ძლიერი დემოკრატიული პროცესებისა და მდგრადობის აღდგენის შესახებ. EUDS-ის ვიზიტი, 2025 წლის 19 მაისს გაერთიანებული სამეფო-ევროკავშირის სამიტიდან ორი კვირის შემდეგ გაიმართა, რასაც ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა. ამაღელვებელია განახლებული ენერგიის ხილვა, ეფექტური თანამშრომლობისა და კოორდინირებული მუშაობისთვის.ამ მისიის შედეგი ნათელია - ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, რათა გამოავლინონ, თავიდან აიცილონ და ეფექტურად დაუპირისპირდნენ საგარეო ჩარევას და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ საინფორმაციო ომს და ჩვენი დემოკრატიების წინააღმდეგ საერთო მოწინააღმდეგეების თავდასხმებს. ამავდროულად, უნდა გავამყაროთ ჩვენი მოქალაქეების ნდობა", - განაცხადა ნატალი ლუიზემ.

ბოლო სიახლეები