1 დღის წინ ფეხბურთი 2 წთ განახლებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, რომელშიც ბოლო 4 წლის განმავლობაში დაგროვილი რეიტინგის მიხედვით თამაშობენ გუნდები (სულ 32), მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ მივიწყებულ ტურნირს პრესტიჟულობა დაბრუნებოდა. FIFA-მ, ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად, ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზა, საპრიზო ფონდის მასიური ზრდა გადაწყვიტა.
772.81 მილიონი ფუნტის ოდენობის საპრიზო ფონდი ორ ძირითად ნაწილად იყოფა: სპორტული შესრულება და მონაწილეობის საფასური. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია კლუბის რეიტინგი, მით უფრო დიდია ანგარიშსწორება. დაბალი კოეფიციენტის მქონე კლუბები უფრო მცირე წილს იღებენ, მაგრამ თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანი ბონუსია.
ჯგუფური ეტაპი უკვე დასრულდა და ცნობილია პლეი ოფში გასული 16-ვე გუნდი. საინტერესოა, რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი ჯგუფურ ეტაპზე.
1. მანჩესტერ სიტი – 51.7 მილიონი დოლარი;
2. რეალ მადრიდი – 48.4 მილიონი დოლარი;
3. ბაიერნი – 45.1 მილიონი დოლარი;
4. პსჟ – 42.8 მილიონი დოლარი;
5. ჩელსი – 40.5 მილიონი დოლარი;
6. ბორუსია დორტმუნდი – 39.2 მილიონი დოლარი;
7. ინტერი – 36.8 მილიონი დოლარი;
8. ბენფიკა – 29.9 მილიონი დოლარი;
9. ფლამენგო – 27.7 მილიონი დოლარი;
10. ბოტაფოგო, ფლუმინენსე, პალმეირასი – 26.7 მილიონი დოლარი.
იუვენტუსმა 26.6 მილიონი დოლარი მიიღო, ატლეტიკომ – 23.7 მილიონი, ხოლო ინტერ მაიამიმ – 21.1 მილიონი დოლარი.