ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025

ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძემ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები დაასახელა:

რუსთავი ნინო ლაცაბიძე

გარდაბანი დავით კარგარეთელი

მარნეული კენან ომაროვი

ბოლნისი დავით შერაზადიშვილი

დმანისი კობა მურადაშვილი

წალკა ილია საბაძე

თეთრიწყარო გიორგი წიკლაური

თელავი ლევან ანდრიაშვილი

ახმეტა ალექსი ფიცხელაური

ყვარელი გივი ზაუტაშვილი

ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილი

გურჯაანი ზურაბ უტიაშვილი

საგარეჯო ავთანდილ გულიკაშვილი

სიღნაღი მალხაზ ბეგიაშვილი

დედოფლისწყარო ნიკოლოზ ჯანიაშვილი

გორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

კასპი ვახტანგ მაისურაძე

ქარელი ზაზა გულიაშვილი

ხაშური თენგიზ ჩიტიაშვილი

ახალციხე ირაკლი ლაზარაშვილი

ასპინძა როსტომ მაგრაქველიძე

ბორჯომი ოთარ არბოლიშვილი

ადიგენი გოჩა ქიმაძე

ახალქალაქი მელქონ მაკარიანი

ნინოწმინდა ანივარდ მოსოიანი

მცხეთა დიმიტრი ზურაბიშვილი

დუშეთი მანანა ნარიმანიძე

თიანეთი ლევან წიკლაური

ყაზბეგი შალვა ელოშვილი

ქუთაისი იოსებ ხახალეიშვილი

ბაღდათი კახა ენუქიძე

ჭიათურა გივი მოდებაძე

წყალტუბო გენადი ბალანჩივაძე

საჩხერე ლევან ივანაშვილი

სამტრედია დავით ბახტაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

თერჯოლა ლაშა გოგიაშვილი

ტყიბული დავით ჩერქეზიშვილი

ვანი ალექსანდრე გოგორიშვილი

ხარაგაული კობა ლურსმანაშვილი

ხონი ლადო ჯურხაძე

ზესტაფონი ვასილ გველესიანი

ამბროლაური ლაშა ჭიჭინაძე

ონი სერგო ხიდაშელი

ცაგერი გიორგი ნემსაძე

ლენტეხი გიორგი ონიანი

ზუგდიდი მამუკა წოწერია

წალენჯიხა გოგა გულორდავა

ჩხოროწყუ დათო გოგუა

ხობი დავით ბუკია

სენაკი ვახტანგ გადელია

მარტვილი თორნიკე ჯანაშია

ფოთი ბექა ვაჭარაძე

აბაშა გიგა გაბელაია

მესტია კაპიტონ ჟორჟოლიანი

ოზურგეთი ავთანდილ თალაკვაძე

ლანჩხუთი ალექსანდრე სარიშვილი

ჩოხატაური დავით შარაშენიძე

ბათუმი არჩილ ჩიქოვანი

ქობულეთი ლევან ზოიძე

ხელვაჩაური ზაზა დიასამიძე

ქედა როლანდ ბერიძე

შუახევი ომარ ტაკიძე

ხულო ვახტანგ ბერიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ლიდერი მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ავტომობილში  მალულად განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,კლეფედრონი” აღმოაჩინეს. უფლებამოსილი პირის მიერ, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, უცხო ქვეყნის მოქალაქის ა.ვ.ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების (რენტგენო ინსპექტირების სკანერით) შედეგად, გამოვლენილი იქნა ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება, რომელიც სამართალდამრღვევ მოქალაქეს ჰაერის/ტენის საშრობი მოწყობილობის შიგთავსში,  ჰერმეტულ შეკვრად დაფასოებულ შეფუთვაში, მალულად ჰქონდა მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღე აღნიშნა. საზეიმო წირვა სამთავროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა გადასცა.წირვის დასრულების შემდეგ წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის ლუსკუმასთან სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა.„დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ მარჯანიშვილის თეატრი წერს.„გარდაიცვალა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი აკაკი მესაბლიშვილი.მარჯანიშვილის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს ბატონი აკაკის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამძიმრის პოსტში.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 4.4. მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 19:49 წუთზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.

გოგა ჯაჯვანი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამ ოქროს მედალს დაეუფლა

ალბანეთში მიმდინარე 20-წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჯაჯვანმა სამი ოქროს მედალი მოიპოვა.ატაცში ქართველმა ძალოსანმა 166 კგ დასძლია, აკვრაში 197 კგ-ს გაუმკლავდა, ხოლო მესამე ოქროს მედალს ორჭიდის ჯამში დაფიქსირებული 363 კგ-ით დაეუფლა. გოგა ჯაჯვანი ასევე გახდა ევროპის რეკორდსმენი.იმავე წონით კატეგორიაში იასპარეზა გერვასი თაბაგარმა და აკვრის დისციპლინაში დაფიქსირებული 196 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.ქართველი ძალოსნები ალბანეთში ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობენ.

ბოლო სიახლეები