პარასკევი, მაისი 9, 2025

ვინ არის „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი

„ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი კადრი, რომელსაც აქვს კარგი ცოდნა და ზუსტად
იცის რა სჭირდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს,“- ამ სიტყვებით 14 აგვისტოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი წარადგინა.
მალხაზ ბეგიაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის
გამგებლად, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილედ. 2004 წლიდან
აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო შემდგომ ფინანსთა მინისტრის
მოადგილედ აგრძელებს კარიერულ მოღვაწეობას. მას აგრარული, რეგიონული მართვის
და პოლიტიკის დარგებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი
გამოცილება აქვს. 2019 წლიდან არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
მერობის კანდიდატს, საინტერესო ხედვები და გეგმები აქვს სიღნაღის
მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს,
რომელმაც მომცა შესაძლებლობა და მხარი დამიჭირა ჩემს მშობლიურ კუთხეში ვიყო
მერობის კანდიდატი. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი
პასუხისმგებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი
განხორციელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებას
დიდ მადლობას ვუხდით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა
მორგებული და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ მივდივართ წინ, თუმცა
ვხედავთ, რომ არა ერთი საქმე კიდევ მოსაგვარებელია. მოგეხსენებათ, რომ 2019 წლიდან
ვმუშაობ მერის მოადგილედ და ეს დრო საკმარისი იყო, რომ ზუსტად გამეგო და
გამეთავისებინა ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც არის თითოეულ სოფელში”, –
განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების კანდიდატს, მუნიციპალიტეტის განვითარების
გეგმაც აქვს და მის შესასრულებლად, მომავალი 4 წლის განმავლობაში გუნდთან ერთად
აქტიურად მუშობას აპირებს.
“რა მიმართულებით განვითარდეს მუნიციპალიტეტი, ამისთვის ჩვენ გვაქვს
კონკრეტული გეგმები და ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ შემდეგი
ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურას – სოფლებში
მოწესრიგებულ წყალმომარაგებას, შიდა სასოფლო გზებს, სკოლამდელი განათლების
ხარისხიან ხელმისაწვდომობას, ახალგაზრდული ინიციატივებისათვის საჭირო
სივრცეების უზრუნველყოფასა და მათი საქმიანობების მხარდაჭერას, ასევე, ტურიზმის,
მათ შორის აგროტურიზმის, აგრომეურნეობებისა და გადამამუშავებელი თუ
შემნახველი საწარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ვფიქრობ, რომ სწორი,

თანმიმდევრული და გამართული მუშაობით, მოსახლეობასთნ კომუნიკაციით და მათი
უშუალო ჩართულობით გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები.
ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია-რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს
თვითმმართველობის საქმიანობაში. მინდა მივმართო ჩემს ამომრჩევლებს – ჩემო
ქიზიყელებო, მე ვიცი ნდობის ფასი. ვიცი, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ
თითოეული თქვენგანის წინაშე. თუმცა მჯერა, რომ თქვენი თანადგომით, ბევრ კარგ
საქმეს გავაკეთებთ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა „ქართული
ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2 ოქტომბერს
გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ქუთაისში, რიონში, 19 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, მდინარეში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ცხედარი მდინარე რიონში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.19 წლის გოგოს ძებნა გუშინ, ღამით, ბალახვნის ხიდის მიმდებარედ დაიწყო და ძებნა მიმდებარე პერიმეტრზე გაგრძელდა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ბოლო სიახლეები