დღეს, 22:00 საათზე „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი მუსიკალურ მეგა შოუს „საქართველოს ხმის“ ფინალს იხილავს.
შოუს სამი ფინალისტი ჰყავს, რომლებიც კომპოზიტორების დაწერილ ორ-ორ სიმღერას შეასრულებენ. ყველაფერი დამოკიდებულია მაყურებლის აქტიურობაზე, ტელეფონის საშუალებით ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს და ის საკონკურსო ნომრების დასრულების შემდეგ შეწყდება.
0903 300 315 – აჩი ჯაიანი
0903 300 308 – ერეკლე თურქაძე
0903 300 314 – გიორგი ჭიალაშვილი
ზარის ღირებულებაა 1 ლარი.