პარასკევი, თებერვალი 21, 2025

ვინა არიან პატარა თურქი გოგონას მშობლები რომლის ნიჭიერება ყველას ხიბლავს და რომელსაც ზრდასრული ვარსკვლავებივით უხდიან ჰონორარებს

ეს გოგონა ნამდვილი აღმოჩენაა რეჟისორებისთვის. მასზე მთელ სერიალებს აგებენ და ამ სერიალებს უამრავი მაყურებელი ჰყავს. გოგონას ნიჭიერება და უშუალობა მაყურებლებზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დღეს ბერენ გიოქილდიზი კინოს ვარსკვლავია.

ბერენი 2009 წლის 29 სექტემბერს არის დაბადებული სტამბოლში. დედამ ადრევე შეამჩნია ბავშვს სამსახიობო ნიჭი, მიატოვა სამსახური და გოგონას მიუძღვნა თავი – ახლაც გამუდმებით მის გვერდით არის და ყველაფერში ეხმარება, რაც კი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან დაკავებულია კინოში, ასწრებს სკოლაში სიარულს და თანაც – კარგი მოსწავლეა.

მისიპირველი როლი იყო სერიალში “ჩემიქმრის ოჯახი” და გოგონამ მალევე მოიპოვა პოპულარობა. შემდეგ იყო ნამუშევარი სერიალში “დედა”, რომელიც განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა. ამ სერიალის მერე ის ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

ახლახან გამოვიდა ეკრანებზე სერიალი მისი მონაწილეობით – “ჩემი შვილი”, სადაც კიდევ ერთი განსაკუთრებული როლი შექმნა და მაყურებლების არმია მოიმრავლა.

გოგონას არაერთი სერიოზული ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, როგორც “საუკეთესო პატარა მსახიობს”. ჰონორარებსაც ხშირად ისე უხდიან, როგორც ზრდასრულ მსახიობებს.

დედ-მამასთან ერთად
გოგონა თავისუფალ დროს ცეკვავს, ხატავს და მეგობრებთან ერთად სეირნობს. ამბობენ, რომ მისი სახით თურქეთს საკმაოდ პერსპექტიული მომავალი მსახიობი ეზრდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ტრამპი: უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია – მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფნა არც ისე მნიშვნელოვანია. „როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ არ იყო მიწვეული შეხვედრაზე, ეს არ იყო პრიორიტეტი, რადგან მან აქამდე ძალიან ცუდად იმუშავა მოლაპარაკებებში. ომი არ უნდა ჰქონოდა და თუ ომი დაიწყო, მაშინვე უნდა მოგვარებულიყო. ამის გაკეთება შეიძლებოდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „მათ თავს დაესხა ძალა, რომელიც ბევრად უფრო დიდი და ძლიერია, რაც ცუდია. რუსეთის გადარწმუნება მარტივად შეიძლებოდა. ომი არასდროს უნდა მომხდარიყო“, - დასძინა მან.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ ტურში ანდორა დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ანდორის ნაკრები თბილისში 2:1 დაამარცხა. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველ ფეხბურთელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. დამაჯერებელი იყო ანდორის ნაკრების მეკარე. თამაშის სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. საქართველოს ეროვნული გუნდი დროს მუდმივად შეტევაში ატარებდა, თუმცა გოლი ვერ გაჰქონდა, 69-ე წუთზე კი სოლე პალაუმ ანდორა დააწინაურა. მატჩის 84-ე წუთზე ბებიამ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე ბაქრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრებმა პირველი სამი ქულა მოიპოვა. ერთა ლიგის C2 ჯგუფში, საქართველოსა და ანდორის გარდა, კვიპროსისა და მალტის ნაკრებებიც ასპარეზობენ. მათი შეხვედრაც დღეს გაიმართება. რაც შეეხება ირის ანტმანის გუნდის მომდევნო მატჩს, ქართველი ფეხბურთელები 25 თებერვალს კვიპროსს ქალაქ ლარნაკაში შეხვდებიან.

მკვლელობა თბილისში – ორთაჭალაში 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს. ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე 3 პირია დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ამავე ბრალდებულის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ქალს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

ჩვენ გვინდა ბრიტანული “დიფ სთეითი” დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთს "დიფ სთეითი" მართავს. განცხადება ლიზ ტრასმა მერილენდში მემარჯვენეების კონფერენციაზე გააკეთა. მან თქვა, რომ ბრიტანეთი "დიფ სთეითის" გამო წარუმატებლობას განიცდის, რადგან გადაწყვეტილებები პოლიტიკოსების მიერ არ მიიღება. ლის ტრასი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ბრიტანეთს ტრამპის პოლიტიკა სჭირდება. "ჩვენ გვინდა ბრიტანული "დიფ სთეითი" დავანგრიოთ, რომელიც ამერიკულზე უფრო ძველია და უფრო ფართოდაა გავრცელებული. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს მთავრობას აღმასრულებელი ხელისუფლება მართავდეს და არა ბიუროკრატია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გარეშე ჩვენი ქვეყანა ვერ იფუნქციონირებს. ბრიტანული სახელმწიფო ახლა წარუმატებლობას განიცდის, არ მუშაობს. გადაწყვეტილებები არ მიიღება პოლიტიკოსების მიერ. მათ შეერთებულ შტატებში ისტორიაში ყველაზე მძლავრი აპარატის კონტროლი სურთ და ამაზე უარს არ იტყვიან. იქამდე ვიდრე ამას არ წავართმევთ და როდესაც ამას გამოვტაცებთ, მოგვიწევს დავრწმუნდეთ, რომ შევასრულეთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაპირება. გვინდა ღმერთს მადლობა გადავუხადოთ, რომ საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახით მეორე შანსი მისცა. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების ყოველი ლურჯი საქაღალდე თავისუფლების აღდგენის და საღი აზრის გაბედულ ნაბიჯს წარმოადგენს", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი.

ნიკა გვარამია – ცივილიზებული სამყაროს ლიდერი არის ზელენსკი

ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის ზელენსკი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია წერს. აღნიშნული გვარამიამ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა. „ვინც რასაც არ უნდა ამბობდეს, ვინც რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, ვისაც რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს 2022 წლის ვიდეოს «Президент тут» შემდეგ, ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და გავლენაზე და ეკონომიკაზე ორიენტირებული პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკად გარდამქმნელი არის უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. წერტილი“, – წერს ნიკა გვარამია.

ბოლო სიახლეები