საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Fast Media-სთან ინტერვიუში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის B/C ლიგის ფლეი ოფის მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ეს ფეხბურთია. ხალხი ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს — ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, მაგრამ წინსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს — შრომა და დაუღალავი მუშაობა.
ნახეთ, წელიწადნახევრის წინ ესპანეთთან 1:7 წავაგეთ, მაგრამ ჩვენ შრომა გავაგრძელეთ, თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ და ახლა შედარებით უკეთეს პოზიციაზე ვართ.
სომხეთი ძალიან კარგი ქვეყანაა და როგორც ფრანგმა, კარგად ვიცი, რომ ჩვენს ერებს შორის ძალიან მტკიცე ურთიერთობა არსებობს“, — განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.