მას [მიხეილ სააკაშვილი] გააჩნია სხვადასხვა დაავადებები. მისი მდგომარეობა შესაბამისობაშია არსებულ დაავადებებთან, დიაგნოზებთან და შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოსვლის პირველი დღიდანვე კლინიკა აკეთებს შესაძლებლობების მაქსიმუმს, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩართულები არიან ჩვენი სპეციალისტები, კონსულტანტები, რომლებიც იღებენ მონაწილეობას როგორც დიაგნოსტიკურ ასევე სამკურნალო საქმიანობაში და კეთდება ყველა საჭირო მანიპულაცია, რაც აუცილებელია. შედეგი გვაქვს ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ექიმები, თუნდაც სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი ექიმები“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.