ოთხშაბათი, მარტი 4, 2026

იხილეთ ხისგან დამზადებული Lamborghini- უნიკალური ნამუშევარი რომელმაც მსოფლიო გააგიჟა

ხისგან დამზადებული Lamborghini- უნიკალური ნამუშევარი რომელმაც მსოფლიო გააგიჟა

Homemade Lamborghini Revuelto Built from Wood Scraps | TikTok

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ბერდია სიჭინავა – ყოფილ პრემიერ მამუკა ბახტაძეს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სუსი-ს ყოფილ უფროსს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს “ჩორჩანას საქმეზე” სასამართლოში მოსვლა და კითხვებზე...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, გიორგი გახარიას ადვოკატი, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ ჩორჩანას საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ითხოვდა გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებას და მის წინააღმდეგ აღძრული ორი საქმის გაერთიანებას.სიჭინავას განმარტებით, ორივე მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რაც მან „უსაფუძვლოდ და არარაციონალურად“ შეაფასა."როგორც იცით, დღეს "ჩორჩანას საქმის" არსებითი განხილვა დაიწყო. დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იყო ორი შუამდგომლობა: ერთი - გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციურად დასწრებაზე, რადგან ეს უფლება ევროპული კონვენციით და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის გარანტირებული, შესაბამისად, ნებისმიერი არგუმენტი, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, რა თქმა უნდა, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს.მეორე შუამდგომლობა, რომელიც ასევე არ დაკმაყოფილდა სრულიად არარაციონალური ახსნით, თითქოს, საქმეთა გაერთიანების შუამდგომლობა არ იყო არგუმენტირებული, მაშინ, როდესაც ერთი და იგივე ბრალდებულის მიმართ არის ორი სისხლის სამართლის საქმე წარმოებული, ერთი და იგივე ბრალმდებელია პროკურატურა და ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, ერთსა და იმავე მოსამართლეს აწერია ორივე საქმე. წარმოუდგენელია ორ სხვადასხვა დროს გვიწევდეს სასამართლო პროცესების ჩატარება, როდესაც მოსამართლე ერთია, ბრალდებული ერთია, პროკურატურა ერთია. სრულიად აუხსნელი და ირაციონალურია ამ საქმეების დაყოფა“, - აცხადებს სიჭინავა.სიჭინავას თქმით, თუ ჩორჩანაში განხორციელებული ქმედებები ეროვნული ინტერესების დაზიანებად მიიჩნევა, მაშინ პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირებსაც, რომლებიც იმ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მოგვიანებით გიორგი გახარიას მთავრობის წევრებიც იყვნენ.მისივე განცხადებით, აღნიშნულ პირებს სასამართლოში მოუწევთ განმარტებების გაკეთება.„რაც შეეხება "ჩორჩანას საქმეს", ამ სისხლის სამართლის საქმეს მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საქმე, სადაც ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა ეროვნულ ინტერესებს ხელყოფს, ამ საქმეზე დევნის განხორციელებით, ერთი მხრივ, ის პრეტენზიები, რასაც ქართული პროკურატურა გიორგი გახარიას უყენებს, ერთი-ერთში ემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკას. შესაბამისად, სამართლიანობაზე არ იქნება საუბარი. ჩვენ მიმოვიხილეთ მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნები, ანგარიშები, რომელიც მქუხარე ტაშით იქნა მოწონებული და საქართველოს პარლამენტის მხრიდან დადებითად განხილული.ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თუ ეროვნული ინტერესების რაღაცა ხელყოფის აქტი განხორციელდა ჩორჩანაში, ქართულ მიწაზე, ქართული მიწის დაცვისთვის, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმით, როგორ აირჩიეს გიორგი გახარია ამ ადამიანებმა და როგორ გამოუცხადეს ნდობა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ორჯერ. ამ ადამიანების სიტყვას არც მაშინ ჰქონია ფასი და არც ახლა აქვს ფასი იმიტომ, რომ ზუსტად იმავეს გააკეთებენ, რასაც უბრძანებს ერთი ადამიანი, მათი სუვერენი, მათი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი და, სწორედ მისი შეკვეთით ხორციელდება დღეს მართლმსაჯულება გიორგი გახარიას მიმართ - არა მართლმსაჯულება, არამედ პოლიტიკური მართლმსაჯულება, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის აქტი.რა თქმა უნდა, მოუწევს აქ მობრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და იმის ახსნა თუ როგორ არ იცოდა ინფორმაცია საგუშაგოს აგების შესახებ და საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიიდან, ცხელი ხაზის მეშვეობით როგორ გაიგო საგუშაგოს აგების შესახებ. თუ ეროვნული ინტერესების ღალატს ჰქონდა ადგილი, მას, როგორც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუდმივ მოქმედ საბჭოს წევრს, რატომ არ აქვს დაყენებული ეს საკითხი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე? რატომ დუმდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იმ ადამიანის მთავრობაში რატომ მოიპოვა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, როდესაც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე ნდობა იქნა გამოცხადებული? რატომ დათანხმდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, თან ერთხელ კი არა, ორჯერ — ეს არ დაგავიწყდეთ. ამ ადამიანებს, მათ შორის არა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლა მრჩეველია რაღაც განათლების საკითხებში, მათ შორის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაზვერვის სამსახურის უფროსს, ფინანსთა მინისტრს, პრემიერ- მინისტრ ბახტაძეს, რომელიც არაფრის საქმის კურსში არ იყო თურმე, მოუწევს აქ მობრძანება და კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა იმიტომ, რომ ეს არ არის გიორგი გახარიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ, ეს არის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული აქტი, რომელმაც შეიძლება ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დააზიანოს", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ალექსანდრე ვუჩიჩი – ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს

ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაანადგურებს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა განაცხადა.სერბეთის პრეზიდენტის თქმით, ნავთობის ფასების უკონტროლოდ ზრდა, არ შეიძლება, იყოს დაშვებული.სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამჟამინდელ დაძაბულობას, შესაძლოა, სერიოზული გავლენა ჰქონდეს ნავთობისა და გაზის ფასებზე.„ჩემი მიდგომაა, რომ სუბსიდირების მექანიზმებს მომდევნო თვის განმავლობაში განვსაზღვრავთ, რადგან ფასების უკონტროლოდ ზრდის დაშვება არ შეგვიძლია. გაზის ფასები გაიზარდა, გაზი აღარ არის, კატარმა ონკანი გადაკეტა. ჩვენ ძალიან რთულ ფაზაში შევდივართ. ასე თუ გაგრძელდა, ეს ევროპაში ყველასთვის ჯოჯოხეთი იქნება. ჰორმუზის სრუტე თუ არ გაიხსნება, ნავთობის ფასები ყველას გაგვანადგურებს“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.

გენერალი დენ კეინი – ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით

ირანში საჰაერო უპირატესობის დამყარების შემდეგ, აშშ „ახლა დაიწყებს გაფართოებას ქვეყნის შიგნით“, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა განაცხადა.ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, აშშ-ის ძალები უფრო ღრმად შეიჭრებიან ირანის ტერიტორიაზე და სამხედროებს მანევრირების დამატებით თავისუფლებას შეუქმნიან.კეინმა განაცხადა, რომ ირანის მიერ რაკეტების გაშვების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა აშშ-ისრაელის მიერ ქვეყანაზე თავდასხმების დაწყების შემდეგ.დენ კეინის თქმით, რაკეტებისა და დრონების აქტივობის შემცირებამ აშშ-ის ძალებს საშუალება მისცა, გაეფართოებინა ოპერატიული უპირატესობა.„ამ პროგრესმა ცენტრალურ სარდლობას საშუალება მისცა, დაემყარებინა ლოკალიზებული საჰაერო უპირატესობა ირანის სანაპიროს სამხრეთ ფლანგზე და გაერღვია მათი თავდაცვითი სისტემა სიზუსტითა და ცეცხლსასროლი ძალით“, – განაცხადა დენ კეინმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.

„ევრონიუსი“ – ირანის დაზვერვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით

ირანის დაზვერვის სამინისტროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, მოლაპარაკებები დაიწყონ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულების მიზნით. ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ შეთავაზება ერთ-ერთი ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოს მეშვეობით გაკეთდა.არც თეთრ სახლს და არც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს განცხადება არ გაუვრცელებია.მანამდე, ირანის ელჩმა გაერო-ში ვაშინგტონთან მოლაპარაკებები გამორიცხა მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს.აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანს საუბარი სურდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ბოლო სიახლეები