პარასკევი, თებერვალი 28, 2025

ვიდეო: კადრები, წარსულიდან…38 წლის წინანდელი სვანეთისა და გუდაურის ტრაგედია-“თოვლში, ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო… ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ სიწითლე

რამდენიმე დღეა, დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს. დიდთოვლობამ უდიდესი პრობლემა შექმნა სოფლებში. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია ჯარი, მეხანძრე-მაშველები, რიგითი მოქალაქეები. მუშაობს ასეულობით სპეცტექნიკა, მაგრამ სტიქიასთან გამკლავება ჭირს.

24-საათიან რეჟიმში იწმინდება გზები, მაგრამ ნალექი იმდენად დიდია, რომ საათებში ისევ უარესდება სიტუაცია.

მიმდინარე მოვლენებმა ხალხს 1987 წლის სტიქია გაახსენა, როცა სვანეთში დატრიალებულ ტრაგედიას 26 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ ტრაგედიაზე დღესაც საუბრობენ სვანები. არავის ავიწყდება იმ წელს მოვარდნილი ზვავი. ნოემბერში დაწყებული თოვა, რომელიც იანვრის ჩათვლით გაგრძელდა.

სტიქიური უბედურება, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს 1987 წელს, ისტორიას არ ახსოვს. ნოემბრიდან მოყოლებული მთაში განუწყვეტლივ თოვდა. ზოგან თოვლის სიმაღლემ 10 მეტრს გადააჭარბა.

სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის სოფლები გარე სამყაროს მოწყდა. დაიკეტა გზები. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები.

განსაკუთრებული მდგომარეობა შეიქმნა სვანეთში. 9-დან 31 იანვრამდე სამასამდე ზვავი ჩამოწვა… როცა ჩვეულებრივ სეზონზე 30-ს არ აღემატებოდა. მარტო ერთმა ზვავმა 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯუმბერ პატიაშვილმა სვანეთის ტრაგედია წიგნში – “ოცდასამი წლის შემდეგ” აღწერა.

– ყველაზე მეტად, ადამიანი საკუთარ უმწეობასა და უსუსურობას სტიქიის უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია.

უხვთოვლიანობა საქართველოს მაღალმთიანი რაიონებისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ იმ წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

გუდაურის ახალგახსნილ სამთო-სათხილამურო კომპლექსში მოზარდთა ოცკაციანი ჯგუფი გარე სამყაროს მოწყდა. ვერტმფრენით გადავფრინდით გუდაურში, ბავშვები იმავე ვერტმფრენით უსაფრთხო ტერიტორიაზე, ფასანაურში გადმოვიყვანეთ და მშობლებს უვნებლად ჩავაბარეთ.

სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა, ფასანაურშივე შემატყობინეს, რომ სვანეთში დიდთოვლობამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თბილისში აღარ დავბრუნებულვარ, ფასანაურიდან პირდაპირ სვანეთში გავფრინდით.

იმდენად ტრაგიკული სურათი დამხვდა, რაღაც მომენტში მეგონა, რომ აზროვნების უნარი წამერთვა… გახევებული ვიდექი და თავჩაქინდრული თოვლს დავცქეროდი. თოვლში ბავშვებისა და ქალების ცხედრები ეწყო… ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, რომლებსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ, გარდაცვლილები იყვნენ, მაგრამ ლოყებზე ჯერ კიდევ შერჩენოდათ ჯანმრთელი სიწითლე. ტკივილის სიტყვებით გამოხატვა ვერც მაშინ შევძელი და ახლაც, წლების შემდეგაც მიჭირს.

სვანეთის ტრაგედია არ ყოფილა აღქმული როგორც ერთი რესპუბლიკის, ერთი კონკრეტული რეგიონის ტრაგედია, მან საკავშირო ინტერნაციონალური ხასიათი მიიღო. რიგითი ადამიანებიდან მოყოლებული, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით, ყველა დახმარებას ცდილობდა…“-  იხსენებს წიგნში ჯუმბერ პატიაშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია – სოფელ ხიდარში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ორი პირის კოორდინატები დადგენილია, მიმდინარეობს მესამე პირის ადგილსამყოფელის დადგენა

სოფელ ხიდარში, საკრაულას ხეობაში, ტარიელ ხეცაძის და გრიგოლ ბერაძის კოორდინატები სამაშველო ოპერაციის საფუძველზე უკვე დადგინდა.იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მერაბ კოჩაძის ადგილსამყოფელის დადგენა.მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ჩაერთო და ტერიტორიების მონიტორინგი დრონებით განხორციელდა.„მათი ადგილსამყოფელი ერთმანეთისგან, დაახლოებით სამი კილომეტრითაა დაშორებული. თოვლის საფარი სამ მეტრზე მეტია.უკვე დადგენილია ორი პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც თოვლზე მოძრაობის კვალია დაფიქსირებული. ამჟამად მესამე პირის საცხოვრებელი ბინის დაკვირვება ხორციელდება, რომელიც მთაში მდებარეობს. მის გადაადგილებას ვარძიის მიმართულებიდან აკვირდებიან.ასევე, გზის გაკვალვას ცდილობს სოფლის საინიციატივო ჯგუფი“, – ნათქვამია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

“დამიკავშირდა ოქრო ადამიანი ბუდუ ზივზივაძე…” – რას წერს დავით ორქოპილაშვილი

სოციალურ ქსელში დავით ორქოპილაშვილი Dantesi Photography წერს, რომ მარტოხელა ქალის დასახმარებლად, რომელსაც ძვორადღირებული პრეპარატები ესაჭიროებოდა, ბუდუ ზივზივაძემ გაუგზავნა თანხა.„გუშინ ავტვირთე მარტოხელა ქალბატონის ვიდეო, რომელსაც ესაჭიროებოდა ძვირადღირებული პრეპარატები და დამიკავშირდა ერთი ოქრო ადამიანი, ყველასთვის საყვარელი პიროვნება ბუდუ ზივზივაძე, დედამისმა მომწერა და გამომიგზავნა თანხა, რომ ეს წამლებიც შევიძინოთ და არამარტო წამლები, სამკურნალოდ და კვლევების ჩასატარებლად გვეყოს თანხა“ — სოციალურ ქსელში ვიდეოს დავით ოქროპილაშვილი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი – რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, რამდენად არიან აცდენილი მოქალაქეების დღის წესრიგს, ცოტა ხანში მათგან აღარაფერი დარჩება

რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი აჩვენებს, თუ რამდენად არიან იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამ ადამიანებს უკვე საერთოც არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი.„რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებაზე ან დაშლაზე საუბარი უკვე უხერხული და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი იმას აჩვენებს, თუ რამდენად არიან ისინი იმ დღის წესრიგს აცდენილი, რაც საქართველოშია და ასევე იმ ინტერესებს, რაც ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ. ამ ადამიანებს უკვე საერთო არაფერი აქვს, მათ შორის, მათ მცირერიცხოვან მხარდამჭერებთანაც კი. ახლა იმ პროცესს ვუყურებთ, როცა რადიკალური ოპოზიცია დგას გაარაფრების გზაზე და ცოტა ხანში მათგან აღარაფერი აღარ დარჩება“, – განაცხადა რატი იონატამიშვილმა.

ემანუელ მაკრონი ევროპელებს აფრთხილებს, „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად“

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელებს აფრთხილებს, რომ „არ იქცნენ აშშ-ს ბედნიერ ვასალებად.“ ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პორტუგალიაში ვიზიტისას განაცხადა.საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელებს, „კვლავ აღმოეჩინათ რისკის, ამბიციისა და ძალაუფლების გემო.“„მე ვხედავ ბევრ ადამიანს ჩვენს ევროპაში, რომლებიც ამბობენ – ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილგანწყობილი ამერიკელების მიმართ, ეს გაივლის, ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ პასუხი არ არის მორჩილებაში და მე არ ვარ ვასალიზაციის მომხრე“, – თქვა მაკრონმა.საფრანგეთის ლიდერის თქმით, ევროპა უნდა დარწმუნდეს ერთ რამეში, რომ მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთიანობა და სიძლიერე და ამისთვის მათ უნდა გააკეთონ ღრმა არჩევანი ტექნოლოგიის, მრეწველობის და თავდაცვის თვალსაზრისით.მაკრონმა დადებითად შეაფასა აშშ-სა და უკრაინას შორის იშვიათ მინერალებზე მიღწეული შეთანხმება, ასევე, გაიხსენა ტრამპთან უკრაინაზე საუბარი.„მე ვცდილობდი, ამეხსნა უკრაინის მნიშვნელობა და მისი ეგზისტენციალური ბრძოლა სუვერენიტეტისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის,“ – აღნიშნა მაკრონმა.

სერგი კაპანაძე – თუნდაც რომ „ქართული ოცნების“ ბუნდღა აღარ იყოს, როგორ უნდა გამოასწორო ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით არსებული მდგომარეობა?

„ევროკავშირთან, რაც არის კიდევ გაფუჭებადი და მოსწრებადი, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უვიზო რეჟიმის დაკარგვასთან იმ უბრალო, მარტივი მიზეზის გამო, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვას კონსენსუსი არ სჭირდება ევროკავშირში და თუ აქ კიდევ უფრო მეტი „წითელი ხაზი“ გადაილახა, უბრალოდ, მათ ხელთ არსებული დასჯის ინსტრუმენტი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ეს. ანუ მე არ წარმომიდგენია ქვეყანა, რომელსაც მაგალითად, ასოცირება ექნება შეჩერებული, სანქციების ქვეშ იქნება, უვიზო არ ექნება და თან „ჰორიზონტის პროგრამა“ ექნება, რომლითაც მეცნიერები დაფინანსდებიან და მაღალი დონის გაცვლითი პროგრამები ექნებათ. ანუ ეს შეიძლება თეორიულად მოხდეს, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი და კონტექსტიდან ამოგდებული იქნება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ბოლო სიახლეები