ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

ვეძებ ოჯახებს, ვისაც სჭირდება წამლები სხვადასხვა სახის და არ აქვს საშუალება შეძენის

ჟურნალისტი ნინი აბრამიშვილი სოციალურ ქსელში მოულოდნელ და სიკეთით სავსე პოსტს აქვეყნებს:

„მეგობრებო, ვეძებ ოჯახებს, ვისაც სჭირდება წამლები სხვადასხვა სახის და არ აქვს საშუალება შეძენის, გთხოვთ, გამომეხმაუროთ და გამივრცელოთ სტატუსიც რა. მადლობა,“ წერს ნინი აბრამიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც ათ წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი

მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც „ათ წელზე ნაკლებ დროში“ იქნება შესაძლებელი.მისივე თქმით, მარსზე მსგავსი გეგმის შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.მასკმა აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარეზე მოგზაურობა ყოველ ათ დღეში შეიძლება.„მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან პოტენციურად ამის მიღწევა ათ წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაშინ როცა მარსზე მას 20+ წელი დასჭირდება. SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის ისეთი სახით გავრცელება, როგორიც ჩვენ ვიცით, ვარსკვლავებამდე. მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან (მოგზაურობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა ყოველ ათ დღეში შეგვიძლია (მოგზაურობის ხანგრძლივობა ორი დღეა). ეს ნიშნავს, რომ მთვარის ქალაქის აშენება მარსზე გაცილებით სწრაფად შეგვიძლია. ამის მიუხედავად, SpaceX-ი ასევე შეეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამის გაკეთებას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს. უმთავრესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა და ამისთვის მთვარე უფრო სწრაფია“, – წერს ილონ მასკი.

მებაჟე ოფიცრებმა ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ,   დაახლოებით 5 მილიონი  ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა.უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის  ე.წ. - VIN კოდის შეცვლის ფაქტი.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ინფორმაცია მათთვის, ვინც დიდმარხვის შენახვას აპირებს – დღეს ხორციელის კვირა დაიწყო

აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის - აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა... როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არამარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.დღეიდან, 9 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ბოლო შვიდეულია, როდესაც ხორცის მიღება შეგვიძლია. ამიტომ ამ კვირას ხორციელის შვიდეული ეწოდება.ოთხშაბათსა და პარასკევს კვლავ მარხვას ვინახავთ;14 თებერვალს, ხორციელის შაბათი - მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამ დღეს მიცვალებულთათვის განსაკუთრებული ლოცვები აღევლინება და ეკლესიაში იკურთხება საკურთხი.წელს აღდგომა 12 აპრილსაა.

“დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია” – მარიამ ლაშხი

,,დებატები იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოებამ ყველა მხარისაგან მოისმინოს ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.მისი შეფასებით, დღევანდელი პოლიტიკური დებატები, რომელიც "რუსთავი 2-ის" ეთერში გაიმართება, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემას შეეხება."დღევანდელი დებატიც მნიშვნელოვანია, რაც არის უშუალოდ ფასებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რა ხედვა, რა კონკრეტული საშუალება აქვს იმისთვის, რომ ძირითადი ინიციატივები განახორციელოს," - აღნიშნა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.მორიგი საჯარო დებატები დღეს "რუსთავი 2-ის" ეთერში - მთავარი თემა ამჯერად სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების რეგულირებაა. სტუდიაში ოპონენტების პირისპირ ქვეყნის პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი დასხდებიან.პირველი დებატებისგან განსხვავებით, ამჯერად დისკუსიაში ჩაერთვება გახარიას გუნდიც. განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ვერავინ გაბედა თსუ-სთან მოსვლა, სად არიან? უნდა ვიყოთ მზად, რაც დასაცავია, დავიცვათ – თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება...

თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება, რომ სუფევდეს. მჯერა, ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს, ამის მერე აღარ იოცნებებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისი თქმით, ხელისუფლებამ ისიც ვერ გაბედა, რომ დღეს უნივერსიტეტთან მისულიყო."მე არ გახლავართ ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, არც ლექტორი, მაგრამ ჩემს თავს, როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქე ამ უნივერსიტეტის სადარაჯოზე მყოფ ადამიანად ვთვლი. თუ არა ეს უნივერსიტეტი, თუ არა თავისუფალი განათლება, მაშინ საქართველო არ იქნება. ჩვენი მომავალი არ არის, რომ დაიხუროს აქ თავისუფალი კერა, რომ ჩაახშონ თავისუფალი აზროვნება. ეს არ მოხდება! არ მოხდება იმიტომ, რომ დღეს ვერავინ გაბედა აქ მოსვლა. სად არიან? ხომ შეეძლოთ დღეს მოსულიყვნენ და აეხსნათ თქვენთვის. დიალოგიო, დებატიო. აეხსნათ თქვენთვის, ვითომ რა რეფორმა უნდათ, მაგრამ არა, ვერ ბედავენ გამოსვლას, ჩაკეტილი კედლების უკან არიან. ეს არის თქვენი, ჩვენი ძალა, რომ თავისუფლების ძალა გვაქვს, რომ უნივერსიტეტს ვერავინ გააჩუმებს, ჩვენ ამის ყველას უნდა გვჯეროდეს და ყველანი უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ რაც დასაცავია, ის უნდა დავიცვათ. დღეს იმაზე საუბარი 1918 წელს თუ 1921 წელს რა შეძლო ამ უნივერსიტეტმა, ეს ერთია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რას შეძლებს ეს უნივერსიტეტი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთის მუდმივი ოცნება სწორედ ის იყო, რომ საქართველო არ ყოფილიყო განათლებული, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო უფრო დაჩაგრული, უფრო მონა, ვიდრე რუსეთის, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს არის ის, რაც უდევთ თავში ამ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს არ მოხდება იმიტომ, რომ თუ არა განათლება, მაშინ მართლაც მონების დრო მოდის. მე მგონია, რომ ჩვენ არ ვართ მზად მონობის დროისთვის, ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, სახელმწიფო, დამოუკიდებლობა და ხვალინდელი დღე. მე მჯერა ჩვენი სტუდენტების და არა მხოლოდ, ეს არის მთელი საზოგადოების საქმე, მშობლების, ლექტორების, სტუდენტების და მთლიანად საზოგადოების. თუ არა თავისუფალი უნივერსიტეტი, არც თავისუფლება შეიძლება სუფევდეს. მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ამას დავიცავთ და ეს იქნება ყველაზე მძიმე შეცდომა, რასაც "ოცნება" დაუშვებს. ამის მერე აღარ იოცნებებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ბოლო სიახლეები