კვირა, მარტი 30, 2025

ვეტერანების ტოტალური გაშვება მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, მან ერთი ბრძანებით 2000-ზე მეტი ოფიცერი გაუშვა, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს, არამედ, ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში ჰქონდათ განათლება მიღებული – ლაშა ქოიავა

ბარამიძის დროს ვეტერანების ტოტალური გაშვება არ მოხდა, ტოტალური გაშვება უკვე მოხდა ოქრუაშვილის დანიშვნისას, რომელმაც ერთი ბრძანებით გაუშვა 2000-ზე მეტი ოფიცერი, – ამის შესახებ  სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც  2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ქოიავამ განმარტა, გაშვებულ ვეტერანებს შორის იყვნენ არა მარტო საბჭოეთის ჯარში განათლება მიღებული პირები, არამედ ისეთებიც, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთადაც კი.

„მათ განათლება ჰქონდათ მიღებული არა მარტო საბჭოეთის დროს რუსის ჯარში, არამედ, ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც განათლება ჰქონდათ მიღებული შტატებში, გერმანიაში, თურქეთში, ბრიტანეთში და რამდენიმე ქვეყანაში ერთადაც. იმიტომ, რომ იქ იყო არა მარტო საუნივერსიტეტო განათლება, არამედ, იქ იყო კურსებიც, რაც ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას აძლევდა ადამიანს.“ –  აღნიშნა ლაშა ქოიავამ.

მისივე თქმით, პრობლემური საკითხი იყო ისიც, რომ უფროსი ოფიცრებისგან გათავისუფლებული ადგილები უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას დააკავებინეს და წოდებებიც რიგგარეშე მიანიჭეს. ჯარში მიმდინარე ამ პროცესებმა, ქოიავას განცხადებით, გამოიწვია ჯარისკაცების ფსიქოლოგიური დეფორმაცია და დემორალიზება.
„აქ იყო პრობლემური კიდევ ის, რომ ის ადგილები,რომლებიც გამოთავისუფლდა უფროსი ოფიცრებისგან, დააკავებინეს  უმცროს ოფიცერთა შემადგენლობას ანუ ხალხს, რომელმაც უნდა ისწავლოს, მიანიჭეს უფროსი ოფიცრების წოდებები და დანიშნეს პოზიციებზე, საიდანაც მათ უნდა ასწავლონ უმცროს ოფიცრებს. ეს ოქრუაშვილის დროს მოხდა. წოდების რიგგარეშე მინიჭება შეიძლება ცხოვრებაში ალბათ ერთხელ, ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებების დროს, შეიძლება ორჯერაც მოხდეს. ამან, რასაკვირველია, გამოიწვია გარკვეული დეფორმაცია და დემორალიზაცია ჯარში. დეფორმაცია ოფიცრების, ჯარისკაცების ფსიქიკაში, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც  ამდენ ხანს მსახურობდა, უცებ იყო გაშვებული და რასაკვირველია ყველას გაუჩნდა ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად განცდა, რომ ისიც შეიძლება სამშობლოს სამსახურში დააფასონ იმით, რომ გააგდონ ჯარიდან, როგორც გადამუშავებული მასალა.“ –  განაცხადა ლაშა ქოიავამ.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, გუშინ მოუსმინა პაატა დავითაიას, მიხეილ ქარელს, გრიგოლ ვაშაძეს, თამაზ ბესტაევსა და ზურაბ ნოღაიდელს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ამინდი გაუარესდება – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

“ქართულ ოცნებას”, სინამდვილეში, რაიმეს გამოძიება რომ ნდომოდა, ამისთვის 12 წელი ჰქონდა – გრიგოლ გეგელია

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" სინამდვილეში რაიმეს გამოძიება რომ ნდომოდა, ამისთვის 12 წელი ჰქონდა."ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სახით, დღეს მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოსა და თანამედროვე საქართველოს გასამართლების პროცესი. "ქართულ ოცნებას", სინამდვილეში, რაიმეს გამოძიება რომ ნდომოდა, ამისთვის 12 წელი ჰქონდა. მე-13 წელს რაიმეს გამოძიების სურვილის დაჩემება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიყალბეა", - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.

კომისიამ პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა, ამას ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ – გურამ მაჭარაშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს. 2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები - კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.შეფასებები თემაზე მმართველ გუნდში კეთდება - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "ნაცმოძრაობა", როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასრულების შემდეგ, აუცილებლად წარიმართება სამართლებრივი პროცედურები."საზოგადოებამ კარგად ნახა, თუ რას წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობა" როგორც რეჟიმი, რომელიც მართავდა 2003-2012 წლებში საქართველოს სახელმწიფოს, ალბათ საკითხი არ არსებობს, სადაც დანაშაულები არ აქვთ ჩადებული, არა მარტო განზრახ შეცდომებზეა საუბარი. საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ იყო ბიზნესის რეკეტი, საპატიმროებში როგორ ხდებოდა სახელისუფლებო უწყებებიდან, მათ შორის ბიზნესის დახმარებით, იგივე "თი ბი სი ბანკის" და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, რომელიც პირდაპირ დაასახელეს და მტკიცებულებებიც არის ამასთან დაკავშირებით ბიზნესის რეკეტში. ომის თაობაზე, სადაც სამწუხაროდ საზოგადოებამ დაინახა ის თუ როგორ უგულებელყოფდა პოლიტიკური ხელმძღვანელობა საზოგადოების, მოსახლეობის უფლებებს.რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიტიკურ ხელმძღვანელებს აუცილებლად ექნება, ამ კომისიამ ეს პრაქტიკულად უკვე გამოაჩინა, რომ "ნაცმოძრაობა", როგორც რეჟიმი, უკვე არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება სამართლებრივი პროცედურები კომისიის დასრულების შემდგომ", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა

გერმანიაში 66 წლის ქალი მე-10 შვილის დედა გახდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. FoxNews-ის ინფორმაციით, 66 წლის ალექსანდრა ჰილდენბრანტი, რომელიც ბერლინში ცხოვრობს, მე-10 შვილის დედა გახდა, ქალს ხელოვნური განაყოფიერებისთვის არ მიუმართავს. ალექსანდრას პირველი შვილი 45 წლისაა, მე-9 კი მხოლოდ 2 წლის. გამოცემა წერს, რომ ქალს ხელოვნური განაყოფიერებით, ან დამხმარე მედიკამენტებით არასდროს უსარგებლია.ახალშობილი ფილიპი 3.5კგ დაიბადა და ის სრულიად ჯანმრთელია. Bild-თან ინტერვიუში ალექსანდრა აცხადებს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია, რეგულარულად ცურავს, ვარჯიშობს, არ სვამს და არ ეწევა სიგარეტს, თავს კი ისე გრძნობს, თითქოს 35 წლისაა.

ნახატი, რომელიც შეიძლება თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის სარკე იყოს – რას წერს გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს. ამჯერად იგი ნახატის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ბევრს ამბობს.ტრიალებს? ბრუნავს? – ნახატი, რომელიც შეიძლება თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის სარკე იყოსპროფესორი გიორგი ფხაკაძეიაპონელი ფსიქიატრი აკიოშა კიტაკოა ცნობილი გახდა ერთ-ერთი ვიზუალური ტესტით, რომელიც, მისი თქმით, ასახავს ადამიანის ნერვული სისტემის მდგომარეობას.როგორ მუშაობს ტესტი:️ეს ილუზიური ნახატი (იხ. ფოტო) ერთსა და იმავე დროს, ყველა ადამიანისთვის განსხვავებულად აღიქმება:• თუ თქვენთვის ნახატი უმოძრაოა – თქვენი ნერვული სისტემა სტაბილურ მდგომარეობაშია.• თუ ნელა მოძრაობს ან ტრიალებს – შესაძლოა გადაღლილი ხართ, გჭირდებათ დასვენება, სტრესი უნდა შეამციროთ და უნდა გეძინოთ მინიმუმ 8 საათი.• თუ ნახატი ინტენსიურად ბრუნავს, მოძრაობს ან თითქოს “გარბის” – ეს შეიძლება მიანიშნებდეს თქვენს ზედმეტ სტრესზე, ძლიერ დაძაბულობაზე ან ფსიქიკურ გადატვირთვაზე. ამ შემთხვევაში სასურველია კონსულტაცია ექიმთან.პირადი დაკვირვება:ეს ილუზია შეიძლება სახალისოც ჩანდეს, მაგრამ იგი გვახსენებს, რომ ჩვენი ტვინი, სენსორული აღქმა და ფსიქიკური მდგომარეობა მჭიდროდაა გადაბმული.თუ თქვენთვის გამოსახულება მუდმივად მოძრაობს, ნუ დააიგნორებთ ამას – სწორი ძილი, ემოციური განტვირთვა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.პროფესორ გიორგი ფხაკაძის რჩევა:“ფსიქიკური ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ დიაგნოზი – ეს არის ყოველდღიური ჰიგიენა.თუ ასეთი ვიზუალური ტესტები გეუბნებათ ‘გაჩერდი და დაისვენე’, აუცილებლად მოუსმინეთ თქვენს სხეულს.ჩვენი მიზანია – არ მივიყვანოთ გადატვირთულობა ქრონიკულ მდგომარეობამდე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

ბოლო სიახლეები