სამშაბათი, მაისი 20, 2025

ვახტანგ ხუზმიაშვილი – გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო, პასუხად გახსნეს ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

ჟურნალისტმა ვახტანგ ხუზმიაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე „ომეგას“ ოფისებში ჩატარებული ჩხრეკისა და ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შესვლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„გენერალურ პროკურატურაში ტარდება ბრიფინგი. მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ომეგას“ ოფისებში, მათ შორის, ტელეკომპანია „იბერიაში“ აღმოჩენილია სიგარეტის აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები, თუმცა კონკრეტული ვიდეომასალა არავის წარმოუდგენია. ამ კომპანიებში ჩხრეკის საფუძველი გახდა მაშინდელი მთაწმინდის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა სონღულაშვილის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც შევიდა სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგას“ ყველა ოფისში, თუმცა ტელეკომპანია „იბერია“, ჩუბინაშვილის 41 ნომერი ამ ჩხრეკაში არსად იყო მითითებული, რაც ნიშნავდა, რომ ფორმალური სახეც არ დაიცვეს, ისე შემოვარდნენ ტელეკომპანია „იბერიაში“. პრაქტიკულად ისეთი სიტუაცია იყო, რომ ქვეყანაში ოპოზიცია დარჩენილი არ იყო. შევარდნაძის ხელისუფლება წავიდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი იყო, მხარდაჭერასაც ვერ ვიღებდით. ოპოზიცია არ იყო ქვეყანაში, რევოლუციურ ეიფორიაში იყო საზოგადოება და სულ რამდენიმე ადამიანი იყო მოსული. რამდენიმე საათში „იბერიის“ შენობიდან გავიდა სპეცდანიშნულების რაზმი, თუმცა „ომეგას“ ყველა ოფისში შეიყვანეს შინაგანის ჯარები“, – თქვა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ხუზმიაშვილმა ასევე გაიხსენა მოვლენები, როცა გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც გაზეთის ნომერი იყო დაბეჭდილი.

„დაახლოებით ათ დღეში გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი და ითხოვდნენ, დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო. პასუხი იყოს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთ „ახალი ეპოქის“ თანამშრომლების მისამართით. წინ გადიოდა გაზის მილი და ერთ-ერთი ტყვია იმას მოხვდა. იქ რომ ადამიანი მდგარიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, ტყვია მოხვედროდა“, – განაცხადა ვახტანგ ხუზმიაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროპული საბჭო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენა ოთხი სასანქციო რეჟიმი, ჰიბრიდული თავდასხმებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.კერძოდ, ახალი შეზღუდვები შეეხო სააქციო საზოგადოება „კამაზის“ გენერალურ დირექტორს, სერგეი კოგოგინს და ნავთობის კომპანია „სურგუტნეფტეგაზს“. სულ ამ დოკუმენტში ფიგურირებს 17 ფიზიკური და 58 იურიდიული პირი. ისინი ძირითადად დაკავშირებულები არიან იარაღისა და სამხედრო დანიშნულების ტექნიკის წარმოებასთან, მათ შორის დრონებთან.ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ჰიბრიდული საქმიანობისთვის შემოღებულია სექტორული ზომები, ასევე ინდივიდუალური სანქციები 27 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ.ევროკავშირის გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციების სიაში შეტანილია კიდევ 28 ფიზიკური და იურიდიული პირი. მათ შორის მოსამართლე ოლესია მენდელეევა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა პოლიტპატიმარ ალექსეი გორინოვს და სვეტლანა ჟურავლიოვა, რომელიც ამავე პროცესზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა. ე.წ. შავ სიაში ასევე არიან მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები, ასევე რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ერთი თანამშრომელი.ცალკე დამტკიცდა ე.წ. შავი სია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში „ქიმიური იარაღის გავრცელებასა და გამოყენებასთან“. მასში შევიდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარები და ორი უწყებრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

გიორგი ვოლსკი – უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლე

2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ამჟამად კი საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.„ცნობისათვის: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში.სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი - რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, - წერს გიორგი ვოლსკი.

მარია ზახაროვა – რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს

რუსეთი არასდროს პასუხობდა ულტიმატუმებს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ ახალ სანქციებს.„მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკიმ, ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად, გამოთქვა ანტირუსული სანქციების გაძლიერების მოწოდება: კვლავ იმღერეს ძველი სიმღერა იმის შესახებ, რომ რუსეთს თითქოსდა არ უნდა ენდო და დასაჯო ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტის ულტიმატუმის დაუმორჩილებლობისთვის, რომელსაც კიევის რეჟიმი და მისი ევროსპონსორები ცდილობდნენ, წარმოეჩინათ როგორც გარკვეული ნაბიჯი მოგვარებისკენ. უბრალოდ, საჭიროა ერთხელ დაიმახსოვროთ: რუსეთი ულტიმატუმებზე არასდროს რეაგირებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგის დროს.ზახაროვას თქმით, აშკარაა, რომ მშვიდობის მიღწევა დასავლეთ ევროპელ ულტრალიბერალებს არ აინტერესებთ.„მათ სხვა მიზანი აქვთ: ნებისმიერ ფასად უზრუნველყონ შესვენება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო პოტენციალის აღსადგენად და ჩვენს ქვეყანასთან დაპირისპირების გასაგრძელებლად“, – აღნიშნა ზახაროვამ.ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს.

„აქსიოსი“ – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ამერიკელმა ლიდერმა დონალდ ტრამპმა ევროპული სახელმწიფოების მეთაურებსა და ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ არ გეგმავს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.პორტალ „აქსიოსის“ ინფორმაციით, ტრამპმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისადმი სერიოზულ დაინტერესებას ავლენს.„აქსიოსის“ ცნობით, ამერიკელმა ლიდერმა გამოხატა რწმენა, რომ რუსეთი მზადაა, დადოს შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს. ამასთან, ტრამპის საუბრიდან გამომდინარე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აშშ მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლასთან ახლოსაა.წყაროები აღნიშნავენ, რომ ევროპელი ლიდერები იყვნენ „გაოცებულები და შოკირებულები“.პორტალის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ ტრამპი აცნობებდა მათ რუსეთის თანხმობას ცეცხლის შეწყვეტაზე ან აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ.გავრცელებული ცნობით, ტრამპმა თქვა, რომ პუტინი დათანხმდა პირდაპირ მოლაპარაკებებს და ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. ამ სიტყვებს რამდენიმეწამიანი სიჩუმე მოჰყვა. შემდეგ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინი მანამდეც დათანხმდა მოლაპარაკებებს და პირველი რაუნდი ჩატარდა სტამბოლში გასულ კვირას. წყაროების ცნობით, ამავე საუბრისას ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს შეახსენეს, რომ მოლაპარაკებების დაწყება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით მისი იდეა იყო.„აქსიოსის“ ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს საუბარი უარყოფითად შეაფასა. ზელენსკის გარდა, ამ საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.ინტერნეტპორტალის წყაროების თქმით, მელონი ჩაერთო საუბარში და დაინტერესდა, „რატომ არ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყებამდე თუნდაც ორი კვირით გამოცხადდეს ზავი?“ იტალიის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს აშშ-ის და ევროპული ქვეყნების მონაწილეობა რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებში.„ვიღაც ხომ უნდა იყოს მსაჯული“, – მოჰყავს „აქსიოსის“ წყაროს მელონის სიტყვები. გავრცელებული ცნობით, მერცი გამოვიდა ინიციატივით, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეხვედრა ჩატარდეს.საუბრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ იქნება ჩართული ამ მოლაპარაკებებში. მან განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს თავის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებისა და კონფლიქტის დასრულების შესახებ. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ პუტინს სთხოვა, წარმოედგინა „ისეთი ვარიანტი, რომელზეც თანხმობა იქნება შესაძლებელი“ და არა წინადადება, რომელიც „დაუყოვნებლივ იქნება უარყოფილი“, – წერს „აქსიოსი“.ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინთან მოლაპარაკებების წინა რაუნდებმა არ გამოიღო შედეგი და თუ ტრამპი არ მოახდენს ზეწოლას, პუტინი არ გაინძრევა.ცნობისთვის, 19 მაისს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა გამართეს სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამინდი მკვეთრად იცვლება – განახლებული პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ხანმოკლე წვიმას ელოდებიან.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისშიც ხანმოკლე წვიმა იქნება, ტემპერატურა კი 22 გრადუსამდე მოიმატებს.რაც შეეხება მომდევნო დღეებს, ხვალ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ტემპერატურის კლებაა ნავარაუდევი.

ბოლო სიახლეები