ქართველი კომპოზიტორი დირიჟორი და მუსიკოსი ვახტანგ მაჭავარიანი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან გამოასვენეს, სადაც მისი კოლეგები და შემოქმედებითი მეგობრები შეიკრიბნენ.
მაესტრო დიდუბის პანთეონში, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ვახტანგ მაჭავარიანი 5 მაისს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვახტანგ მაჭავარიანი 80-ზე მეტ მაღალი რანგის სიმფონიურ ორკესტრთან და 25-ზე მეტ საოპერო თეატრთან თანამშრომლობდა.
ის იყო მისი მამის, ალექსი მაჭავარიანის ბალეტ “ვეფხისტყაოსნის” დამდგმელი დირიჟორი. 2011 წელს მაესტროს ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა.