ამ ქვეყანაში „ფრანკლინის კლუბი” არის მავნებლური ორგანიზაცია, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება ქვეყნის გარედან და მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად ახალგაზრდები და ბავშვები გამოიყენონ პროვოკაციისთვის, არეულობის მოსაწყობად, – ამის შესახებ მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი პროტესტის ფორმები ყოველთვის უნდა იყოს, არის და იქნება განსხვავებული მათი პროტესტი ფორმებისგან. ჩვენი დღევანდელი აქ მოსვლით ჩვენ აზრის დაფიქსირებით [გამოვხატავთ] რომ ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ არც რევოლუციას, არც რევოლუციური პროცესებისთვის ჩვენი შვილების, ახალგაზრების, სკოლის მოსწავლეების გამოყენებას და არც მათზე იმგვარ ზემოქმედებას რაც გააკეთა თემურ ჭყონიამ და მისმა კომპანიამ, ანუ, სცადა მალულად ძალიან ცუდი ფორმით ჩვენს ბავშვებზე ზემოქმედება, როდესაც პირდაპირ ლგბტ პროპაგანდა ჩადო ისეთ პროდუქტში, რომელიც არის ხელმისაწვდომი და განკუთვნილი ბავშვებისთვის“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.
ვატო შაქარიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტეს.

