ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025

ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის
მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის
ფარგლებში ცენტარული ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
„დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის
ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ
ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად.
ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე ბევრი მნიშნელოვანი პროქტი
განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო
ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე
რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე
არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი
კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში განხორციელებული პროექტებისათვის და
უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ის უფრო მეტის
გაკეთებას შეძლებს.
მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული
პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა
ვასილ გველესიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თეონა აქუბარდია – სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია, პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება მას უნდა დავუბრუნოთ

ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა, წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი, ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო, ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, სიტყვა შეასრულა და არ შეუქმნა მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია.„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად არის რუსეთთან ღია კოლაბორაციაში მყოფი ძალის მიერ მიტაცებული პარლამენტი ერთპარტიული. ამ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროში მომიწია პოლიტიკაში ერთპარტიული „ოცნების“ პარლამენტის მიერ სამჯერ ჩემი მანდატის შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრის ხილვა. წინა პარლამენტში ამას ორჯერ ჰქონდა ადგილი (ორივეჯერ კენჭისყრა წარუმატებელი იყო და დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით), ხოლო დღეს ბიძინას პარლამენტმა მესამე ცდით ეს მისთვის – და, ბუნებრივია, ჩემთვისაც – წარმატებით განახორციელა. მე ჩემი სიტყვა შევასრულე და არ შევუქმენი მტერთან თანამშრომლობაში მყოფ პარტიას ლეგიტიმაცია. ეს არ არის საქართველოს პარლამენტი. ის არის ბიძინას ის „ბუტკა“, რომელზეც მან ჯერ კიდევ 2012 წელს იხუმრა და გააკეთა. მე საქართველოსთვის ჩემი წილი გასაკეთებელი, ვეცადე, გამეკეთებინა პარლამენტის კედლებიდან და მის გარეთაც. საქართველოს პარლამენტი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს და ეს დანიშნულება ამ ინსტიტუციას ერთად უნდა დავუბრუნოთ. ჩემი მხარდაჭერა ყველა პოლიტმატიმარს და იმ ბრძოლას, რაც ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და სუვერენული არჩევანის უკან დაბრუნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – დაწერა თეონა აქუბარდიამ.

„ენბისი ნიუსი“ – აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა უკრაინისთვის „პეტრიოტის“ სისტემების და „სტინგერის“ რაკეტების მიწოდება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.გავრცელებული ცნობით, შეჩერებულია ათასობით 155 მმ-იანი ჰაუბიცის საბრძოლო მასალის, 100-ზე მეტი „ჰელფაიერის” რაკეტის, 250-ზე მეტი ზუსტი მართვადი რაკეტების სისტემა „ჯიემელარსის”, „ეიაიემის” ჰაერი-ჰაერი ტიპის რაკეტების და ყუმბარმტყორცნების მიწოდება.„ენბისი ნიუსი” წერს, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინაში რაკეტებისა და საბრძოლო მასალის გაგზავნის შეჩერების ბრძანება გასცა, აშშ-ის სამხედრო მარაგებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო. ჰეგსეთმა გადადების ბრძანება რამდენიმე კვირით ადრე გასცა, მას შემდეგ, რაც მან გამოსცა მემორანდუმი, რომლითაც აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგის გადახედვას ითვალისწინებდა.

გია ვოლსკი – ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნის ზიანზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნებს, რისი საფუძველიც არ არსებობს

ოპოზიციაში მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან არ ხსნის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, რისი საფუძველიც არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.ვოლსკის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას რომელი პარტიაც არ იღებს, ფიქრობს, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას.„ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირება პრინციპულ და პროგრამულ საკითხებზეა, რომლებიც ხალხის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი. ისინი მხოლოდ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაზე ფიქრობენ. არჩევნებში მონაწილეობას ვინც აპირებს, დღის წესრიგიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ ხსნის. ეს მაშინ, როცა ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვთ სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, მაგრამ ღაზაში ომის დასრულების პირობით

„ჰამასი“ აცხადებს, რომ მზადაა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ის ღაზაში ომის დასრულებას გამოიწვევს.„მზად და სერიოზულები ვართ შეთანხმების მიღწევის საკითხში. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც აშკარად ომის სრულ დასრულებამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა „ჰამასის“ პრესსპიკერმა, ტაჰერ ალ-ნუნუმ.მედიის ინფორმაციით, ეგვიპტელმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ „ჰამასის“ დელეგაცია ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად დღეს კაიროში ეგვიპტელ და კატარელ შუამავლებს შეხვდება.შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა.„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება“,- განაცხადა ტრამპმა.

ანგელა მერკელის თქმით, უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.„დიალოგის გარეშე ომი არ დასრულდება. ერთადერთი გზა დიპლომატიური გზაა. სწორედ ასე გადავიტანეთ ცივი ომი და ამ გამოცდილებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. რუსეთთან საუბარი საჭიროა“-აღნიშნა მერკელმა.

ბოლო სიახლეები