„მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი“,- წერს ერეკლე ღვინიანიძე, რომელმაც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა.
მისი განცხადებით, რჩება ქართული ოცნების გუნდის წევრად და თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე მიიღო.
„მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი ოპოზიციური მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს, თანამდებობა იუსტიციის მინისტრთან გარკვეულ საკითხებთან არსებული უთანხმოების გამო დავტოვე. გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნებისმიერი საუბარი სხვა მოტივაციაზე სრულიად უადგილოა და ემსახურება ცილისმწამებლურ მიზანს.
მრავალ წარმატებას ვუსურვებ ბატონ ანრი ოხანაშვილს იუსტიციის სამინისტროს გუნდთან ერთად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს და ქართული ოცნების ხელისუფლების გუნდს წარმატებული თანამშრომლობისთვის რომლის შედეგადაც მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება გახდა შესაძლებელი.
ვარ ქართული ოცნების გუნდის წევრი და დარწმუნებული ვარ, საქართველოს გამარჯვებისთვის ჩვენ კიდევ ბევრ ქმედით და წარმატებულ ნაბიჯს გადავდგამთ!“- წერს ღვინიანიძე.