პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ ახალ ფილიალში შეძლებს. სავაჭრო ცენტრში გახსნილი ფილიალი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა კი, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებებზე.

ვარკეთილის იუსტიციის სახლი პირველი სექტემბრიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ახალი ფილიალი ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

ახალ ფილიალში 45-მდე თანამშრომელი დასაქმდა.

თბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ბიბისი“ – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სანაას აეროპორტში იმყოფებოდა, როცა ისრაელმა იემენის დედაქალაქში, აეროპორტზე იერიში მიიტანა

ისრაელის მიერ იემენის დედაქალაქ სანაას აეროპორტზე მიტანილი სარაკეტო იერიშის დროს, აეროპორტში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადნჰანომ გებრეისუსი გაერო-ს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის დროს, თავად გებრეისუსი არ დაშავებულა, თუმცა დაშავდა იმ რეისის ეკიპაჟის წევრი, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის ხელმძღვანელი უნდა გამგზავრებულიყო. თავდასხმების სერია ისრაელმა იემენის სხვადასხვა ქალაქებზე მიიტანა. საერთო ჯამში, „ჰუსიტური“ მედიის ცნობით, დაღუპულია სამი ადამიანი და დაშავებულია 14.  დაღუპულთაგან ორი სანაას აეროპორტში დაიღუპა. BBC-ს ცნობით, გებრეისუსი იემენში დაკავებული გაერო-ს წარმომადგენლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა, რომლებიც „ჰუსიტებმა“ მიმდინარე წლის ივნისში დააპატიმრეს. ისრაელის მიერ საჰაერო იერიში დაწყებამდე განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერ-მინისტმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ ბრძოლას მის აღმოფხვრამდე განაგრძობენ.

ნიკა გვარამია – ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს

ხალხი და ბიზნესი გაიფიცოსო, გადასახადები არ გადაიხადოსო, სხვები ამუნათეს და ბოლოს ქოცების შეთხზულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი, ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“,- წერს ნიკა გვარამია. ცესკო-ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. შესაბამისად, სახელმწიფო დაფინანსებას ექვსი პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს.

ირაკლი კობახიძე – ოთხი პოლიტიკური პარტიის სათავეში მყოფი პოლიტიკოსები მხარდამჭერებს ატყუებდნენ, რომ იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა რიგიანი არჩევნები, მომდევნო არჩევნების თარიღია 2028 წლის...

ცნობილია მომდევნო არჩევნების თარიღი, სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ოთხ წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია. „ქუჩის პროტესტს აქვს სხვადასხვა დატვირთვა – როდესაც ქუჩაში გამოდის რეალურად 100 ათასი, 200 ათასი და 500 ათასი კაცი და როცა გამოდის 1000 კაცი, რაც დღეს მოხდა. 1000 კაციც არ იყო შეკრებილი დღეს რუსთაველის გამზირზე. ამას აქვს მნიშვნელობა. ოპოზიცია არის, თუ არ არის ძლიერად, ეს გამოხატულია პირველ რიგში ხალხის რაოდენობით. რესურსი აქვთ ნული. აქედან გამომდინარე, მათი საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არის ფუჭი, როგორც იყო ოთხი წლის წინ. ოთხი წლის წინ ისინი იმუქრებოდნენ, ჰპირდებოდნენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ყველა ის პოლიტიკოსი, რომელიც ახლა სათავეში უდგას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას, საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებდა, რომ აუცილებლად იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ჩატარდა არა რიგგარეშე, არამედ რიგიანი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში. ასეთივე მორიგი სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ ცნობილია უკვე მომდევნო არჩევნების თარიღი, ოთხ წელიწადში იქნება არჩევნები. ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მანამდე, დაახლოებით 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საბოლოო ჯამში ისეთ რამეს გაუკეთებენ საკუთარ თავს, რომ იქაც სრულ ფიასკოს განიცდიან, რაც კარგია. ჩვენთვის, როგორც მმართველი პარტიისთვის, ეს კარგია, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ქვეყნისთვის არის კარგი, რომ სუსტდება ეს რადიკალური ოპოზიცია.  რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ საკრებულოებში მომავალ წელს, მით უკეთესი. რაც ნაკლებ მანდატს მიიღებენ შემდეგ უკვე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მით უკეთესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. „წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არგახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისთვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. პირველიდან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები. პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები. მათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ გაეგრძელებინათ უწყვეტად ეს პროტესტი. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ წელიწადში ერთხელ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა. წლევანდელი წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდათ. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ დიდი რესურსი მათ არ აქვთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში

დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. „როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას. ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები. ასეთი ნაბიჯები მომავალში გადაიდგმება და ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები