ორშაბათი, მაისი 5, 2025

ვალერი გელაშვილი – 2013 წელს ლიეტუვის სეიმში გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა

2013 წლის დასაწყისში საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით ლიეტუვის სეიმში, გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, ვალერი გელაშვილმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

ვალერი გელაშვილმა ეს ფაქტი მას შემდეგ გაიხსენა, რაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა მიმართა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმემ მაინც თუ მოუხადა მას ბოდიში.

„ერთი ფაქტი იყო 2013 წლის დასაწყისში, როცა საპარლამენტო დელეგაცია ვიყავით წასული ლიეტუვის სეიმში. მაშინ დავით უსუფაშვილი იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ჩემს თავდასხმაზე ვსაუბრობდით და გიორგი ვაშაძემ მითხრა, აბა, რა გეგონა, შეურაცხყოფა რომ მიაყენე პრეზიდენტსო. პარლამენტში ვიყავით, თორემ პასუხს გავცემდი ვაშაძეს. ესე იგი, მათთვის ნორმაა ადამიანების წიხლებით ცემა“, – განაცხადა ვალერი გელაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით დოიაშვილი: კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა – წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო

ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა - წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო, - განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას.მან განმარტა, თუ რატომ ჩავიდა ჩინეთში.„კასტინგი მქონდა, ჩავატარე კასტინგი და ჩამოვედი. ეს ერთი წელია უკვე დაგეგმილი იყო. ახლა ჩავედი, ჩავატარე კასტინგი, ავარჩიე მსახიობები და ჩამოვედი, ვარ თბილისში. ვალდებული ვარ, შევასრულო ეს კონტრაქტი. ეს არის არაჩვეულებრივი თეატრი - „პიპოლს არტ სიეთრა“ არის როგორც რუსთაველის თეატრი, ისეა ბეიჯინგში. ჩავედი, გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ. არაფერი პრობლემა არაა, ისევე, როგორც ერთ კვირაში გავემგზავრები. დავდებ ახალ კონტრაქტს იტალიასთან და იქაც გავაკეთებ სპექტაკლს და ჩამოვალ, რა პრობლემაა! ჩინეთი არის კომუნისტური ქვეყანა. წავედი მიწვევით, სპექტაკლი უნდა გავაკეთო“, - განაცხადა დოიაშვილმა.დავით დოიაშვილი თანამდებობიდან 16 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს კულტურის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ ხელმძღვანელობა ვალდებულებას არ ასრულებდა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო.

თეა წულუკიანი: როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება და მათთვის პატივის მიგება

უფლება მოგვეცით შემოგიერთდეთ და ფეხზე წამოვუდგეთ იმ მსხვერპლებს და დუმილით პატივი მივაგოთ, ვინც გარდაიცვალა და სხვაგვარად დაზიანდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ, - ასე მიმართა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ ნაწამებ ლაშა არქანიას, რომელიც კომისიის სხდომაზე იმყოფება.წულუკიანის განცხადებით, სააკაშვილს და მის "აქტიურ ცოფიანებს" მსხვერპლების ხსენების და მათთვის პატივის მიგების ისე ეშინიათ, როგორც ეშმაკს სიწმინდის."როგორც ეშმაკს ეშინია სიწმინდის და უფლის, ასე ეშინიათ სააკაშვილს და მის კვლავ აქტიურ ცოფიანებს მსხვერპლების ხსენება, მათთვის პატივის მიგება და არ გვპატიობენ არც ერთს, მათ შორის, არც მე და არც ჩემს რომელიმე თანამებრძოლს, მსხვერპლებისთვის პატივის მიგების ფაქტს. არადა, ის დასკვნა, რომელიც ამ კომისიამ უნდა დადოს და მთელი ის საქმიანობა, რასაც ქართული ოცნება, ჯერ კიდევ 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ეწევა, მიმართულია იქით, რომ ფაქტი იქნეს დადგენილი, რომ იმ რეჟიმს ჰყავდა მსხვერპლები, უფრო მეტიც - მოკლული, ნაწამები მსხვერპლები. ზოგი მსხვერპლი დღეს ცოცხალია, მაგრამ, ისეთ უბედურებაში გაიარა, ხანდახან ეჭვი გაგიჩნდება ადამიანს, ეს ადამიანი კი მოძრაობს, დადის, ცხოვრობს, მაგრამ, რეალურად, ცოცხალია? ის ცოცხალი ცხოვრებით ცხოვრობს თუ არა? ასეთი მსხვერპლებიც შეგვხვედრია, სამწუხაროდ." - განაცხადა თეა წულუკიანმა.ცნობისთვის, ლაშა არქანია 2011 წელს დააკავეს. ხელახლა ჩატარებული გამოძიების თანახმად, თავდაპირველად დაკავებული უარს აცხადებდა ეღიარებინა დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია, თუმცა მის მიმართ განხორციელებული ინტენსიური ფიზიკური ძალადობის, ხელკეტით გაუპატიურების მუქარისა და ინსცენირების შემდეგ, არქანიამ ხელი მოაწერა ზემოთ ხსენებულ საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმებს და აღიარა თითქოსდა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

ლაშა არქანია – კოხტა კოდუა დამემუქრა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ცრუ ბრალდებას, წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში დამემუქრნენ ბუხარში ცეცხლში დაწვით

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.ლაშა არქანიამ ჯვარის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვარის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.ლაშა არქანიას განმარტებით, მის მიმართ ძალადობა დაიწყო მიტოვებული ქარხნის ტერიტორიიდან და ამის შემდგომ გაგრძელდება ჯვარისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და მოხდა მისი გატაცება.ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.„ჯვარის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიცილებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვარის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ პირადად, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემზე დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის  ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან გამომდინარე და დამოკიდებულება იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ, რომ არ ვიყავი შემწყნარებლური, იყო ერთ-ერთი მოტივი, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.ჯვარის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა იმჟამინდელმა ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი, თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში და საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან უძლური ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და რამდენდაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა.მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომლის ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ, ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე ჰეროინი და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.„დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით, იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. წალენჯიხის პროკურორი იმჟამად იყო ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ ორ თვემდე პერიოდის შემდეგ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.

თბილისში, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს

თბილისში, სადგურის მოედანზე, ავტობუსის გაჩერებასთან კაცი მოკლეს.გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბესო დანელია:  ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი – ქვეყნის მტრები, მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ქვეყანას კარგს...

მე მინდა, რომ დღევანდელმა თაობამ და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ბევრი მართლა შეცდომაშია შეყვანილი და აქციებზე რომ ვხედავთ, მინდა იცოდნენ ზუსტად ვის გვერდით დგანან. ეს დავალებები მოდიოდა უშუალოდ სააკაშვილისგან, უშუალოდ მერაბიშვილისგან, უშუალოდ გიგი უგულავასგან და ნიკა გვარამიასგან, რომელმაც ჩვენს წინააღმდეგ აღძრა საქმე, რომ თურმე სამშობლოს ღალატის მუხლით ვიდექით ჩვენ ქუჩაში და მოღალატეები ვიყავით, რადგან გვინდოდა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ბესო დანელიამ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად მოცილებული გვყავს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. მისივე თქმით, ეს ადამიანები კვლავ აპირებენ მობრუნებას, მაგრამ ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ.„ახალგაზრდებო მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, მე დღეს ცოცხალი ვარ ღვთის წყალობით ჯანმრთელი ვარ და დღეს ჩვენ თავისუფალი ვართ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის წყალობით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური ბრძოლის შედეგად ჩვენ დღეს მოცილებული გვყავს ეს რეჟიმი, მაგრამ ისინი დღეს კვლავ ქუჩაში დგანან და აპირებენ მობრუნებას. ისინი - ქვეყნის მტრები, ქვეყნის მოღალატეები, უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული აგენტები, ეს ადამიანები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანენ. ყველამ მინდა იცოდეთ, გაიაზროთ, თქვენ შეიძლება მაშინ იყავით ძალიან პატარები, შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი საერთოდ ბაღში დადიოდა, შეიძლება დაბადებული არ იყო, მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ბევრი ცოცხალი აღარ არის. 900-მდე ადამიანი დააპატიმრეს ერთ დღეს და უმეტესობა ახალგაზრდები იყვნენ. რამდენიმე მათგანმა, ერთ-ერთი იყო ლევან კოტეტიშვილი, არ ვიცი როგორ უნდა მოექცე ახალგაზრდა კაცს ისე, რომ გამოშვების შემდეგ ერთ კვირაში თავი ჩამოიხრჩო საკუთარ სახლში. უამრავი ტრაგედია და უბედურება დაგვმართეს და მინდა, ეს ყველამ კარგად გაიაზროს“, - განაცხადა ბესო დანელიამ.

ბოლო სიახლეები