ამის შესახებ ინფორმაციას 20minutos ავრცელებს.

გუშინ, ვალენსიის ცენტრში გაჩენილმა ხანძარმა 14 სართულიანი შენობა მთლიანად გაანადგურა.

ესპანური პრესის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე შეძლეს და ადგილზე შესაძლო მსხვერპლის მოსაძებნად შევიდნენ. დაახლოებით თხუთმეტი ადამიანი ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათ შორისაა ოჯახი სამი წლის ბავშვით და 15 დღის ჩვილით. გარდა ამისა, დადასტურდა მინიმუმ ათი ადამიანის გარდაცვალება.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე უტყუარი ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.