„ამ წუთისთვის, სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოპიტალსის“ წარმომადგენელმა, ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ცაბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, ბავშვს სხვადასხვა კვლევა უტარდება.
„ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით და მზად ვართ ამ გართულებებთან ბრძოლისთვის. ბავშვი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ანუ ხელოვნურ სუნთქვაზეა, გონება დაბინდულია“, – განაცხადა დავით ცაბაძემ.