იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობის ნახევარფინალში ჰონკონგელი მოწინააღმდეგე 15:4 დაამარცხა, საფინალო დაპირისპირება კი პოლონელ კინგა დროჟთან 9:15 დათმო და პიზის მსოფლიო თასზე მეორე ადგილზე გავიდა.
პიზის მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ჯამში ორი მედალი მოიპოვა – 8 ნოემბერს ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ოქროს მედლის მფლობელი ფახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.