,,თვალწინ გაირბინა იმ წლებმა..
განახლდა ტკივილი..
ოჯახის, ლანჩხუთის, საქართველოს ტკივილი



ჯამბულათ ხოფერია – აფხაზეთი!



30 წლის შემდეგ კი
ჯამბულათ ხოფერია -უკრაინა!





ეს ოჯახი გმირების სამჭედლოა!!
დიდება გმირებს!!!
ვუსამძიმრებ ოჯახს, ლანჩხუთს და საქართველოს!!!-” სოციალურ ქსელში წერს ოჯახის ახლობელი.
გარდაცვლილი მებრძოლის ბიზა, მისივე მოსახელე, ჯამბულათ ვალერიანის ძე ხოფერია დაიბადა 1968 წლის 22 მარტს ლანჩხუთის რაიონის სოფ. გვიმბალაურში. უცოლშვილო. 24–ე ბრიგადის სადესანტო– საშტურმო ჯგუფის მეთაური. დაიღუპა 1993 წლის 15 აპრილს. აფხაზეთში, ტყვარჩელთან, ლაშკანდერის მწვერვალზე.დაჯილდოებულია გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.