“რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება.
“აშშ-ის პრეზიდენტი ნათლად აცხადებს, რომ სურს ამ ომის დასრულება. ის ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. მომდევნო დღეებში ვნახავთ რა მოხდება, თუმცა პროგრესის მიღწევა გვსურს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მექანიზმისა თუ პროცესის მიმართ, რომელიც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. რაც უფრო მალე მიიღწევა შეთანხმება, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი და ნგრევა”, – განაცხადა მარკო რუბიომ.