ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა, “პარი სენ ჟერმენის” ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვიდეო ინტერვიუ გამოაქვეყნა. ქართველი ფეხბურთელი ჰყვება, თუ როგორ გრძნობს თავს პარიზში და თავის ახალ გუნდში – “პარი სენ ჟერმენში”.
“პარიზი, როგორც ყველა მოეხსენება, ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია მსოფლიოში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ქალაქში, ასეთ კლუბში მომიწია მოხვედრა. ფანებისგანაც ძალიან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენი პირველივე წუთებიდან. როდესაც მოედანზე გავედი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და უფრო დიდ ფეხბურთელად ვიგრძენი თავი, რადგან ეს კლუბი ისე გაგრძნობინებს თავს და ისე გექცევა, რომ უკვე ხვდები, ძალიან დიდი ფეხბურთელი ხარ.
პსჟ-ს ისეთი შემტევები ჰყავს, ალბათ, დღესდღეობით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გუნდია. “ჩემპიონთა ლიგის” მოგება, რა თქმა უნდა, ყველას ძალიან სურს, მაგრამ ძალიან რთულია, აქამდე მოსვლაც ძალიან რთული იყო ყველა გუნდისთვის, სახელიც გვეუბნება – ჩემპიონთა ლიგა, რომ ჩემპიონები თამაშობენ ამ ტურნირს.
მთავარია, შენი ოცნებებისკენ სწრაფვა გააგრძელო, არასდროს გაჩერდე და დანარჩენი უკვე დროის საკითხია,” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.