დამაჯერებლად გავიმარჯვეთ ორივე თამაშში. ყველაზე მეტად გამიხარდა ის, რომ პირველი გამარჯვების შემდეგ ტემპი არ დავაგდეთ, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ.
„ეს იყო პირველი ორი თამაში ჩემი სასტარტოდან და მადლობა ბიჭებს, მადლობა გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის. ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი თავს გუნდელების დახმარებით და ფანების კარგი დამოკიდებულებით. მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – აღნიშნა მან.
საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი ანგარიშით 6:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.