ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024

ეს დღე გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების კონსოლიდაცია – ირაკლი ჩიქოვანი

ეს ველი, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, ქართველთა საბრძოლო დიდების, ერთიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, დიდგორის ველზე მიმდინარე სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია.

„დიდგორის ბრძოლა, ნებისმიერი ძლევამოსილის ახელმწიფოს სამხედრო ხელოვნების ისტორიას დაამშვენებდა. ეს იყოს საქართველოს ისტორიაში უდიდესი სამხედრო წარმატება, რომელმაც ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ისტორიის ოქროს ხანას დაუდო საფუძველი. დიდგორის ბრძოლა ქართველი კაცის სიმამაცის, სამხედრო ნიჭიერების, სამშობლოსთვის თავგანწირვის გამოხატულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლა არამხოლოდ სამხედრო წარმატება, არამედ მრავალწლიანი გონივრული პოლიტიკის შედეგია, რომელიც დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მიერ ქვეყნის ეტაპობრივი გაძლიერებისკენ იყო მიმართული. დიდგორის ბრძოლა ძლევაი საკვირველის მთავარი საფუძველი ეროვნული კონსოლიდაცია, გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ქართული ჯარისა და ეკონომიკის განვითარება იყო. დღევანდელი დღე პირველ რიგში გვასწავლის იმას, რომ საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად სიმამაცესა და შეუპოვარ ბრძოლასთან ერთად დიდი გამარჯვებისთვის აუცილებელია ქვეყნის მუდმივ გაძლიერებაზე მიმართული რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკა, ეროვნული და ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება და საზოგადოების სრული კონსოლიდაცია. ჩვენს მებრძოლებს აბჯრად აქვთ ეს დიდი ისტორია. დღეს, ჩვენი თავდადებული ბრძოლა ქვეყნის უანგარო სამსახურია – სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც ჩვენ შევძლებთ შევინარჩუნოთ მშვიდობა და გავაძლიეროთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი, ხანგრძლივ მშვიდობაზე ორიენტირებული სახელმწიფო, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, განაცხადა ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იაგო ხვიჩია: მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ბარიერგადალახული ოთხი პარტია იტყვის უარს დაფინანსებაზე, უნდა დაწერონ, არ ვიღებ ფულს, არ ვცნობ არჩევნებს

სულ ორი ვარიანტი გვაქვს: ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას აქვს ეს გადაწყვეტილება აქვს მისაღები და „გირჩი“ მზად არის, თავის დაფინანსებაზე, სამ მილიონ-ნახევარზე თქვას უარი, თუ ბარიერგადალახული ოთხი პარტია დაფინანსებაზე იტყვის უარს. „გეგმას რომ ვერ ამბობენ, მე გეტყვით, რა არის გასაკეთებელი, სულ ორი ვარიანტი გვაქვს: ან აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას და შედიხარ პარლამენტში, ან არ ცნობ არჩევნებს ლეგიტიმურად. წარმოიდგინეთ, ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ, „გირჩს“, არ გვაქვს საპარლამენტო მანდატები, მაგრამ მივიღეთ სამ მილიონ-ნახევარი ლარი. ხაზარაძეს და დანარჩენ ჯიგრებს ქართველმა ხალხმა მისცა 20 მილიონ ლარზე მეტი და 50-ზე მეტი მანდატი. 50-ზე მეტი მანდატი და 20 მილიონზე მეტი ლარი თუ არ შემოვა ამ პოლიტიკურ თამაშში და იტყვიან, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, თუ ამას იზამენ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი და ვთქვათ, რომ არალეგიტიმური არჩევნების „გაპრავება“ არ გვინდა. ამას ვეუბნებოდით ჩვენ 2020-ის წინ. 2020-ში რატომ გადავწყვიტეთ პარლამენტში შესვლა – დავინახეთ, რომ ჩვენი ჯიგარი ოპოზიციონერები ფულის აღებასაც აპირებდნენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასაც ამ მთავრობის მიერ დანიშნული ცესკო-თი. თუ ეს მთავრობა არალეგიტიმურია, მისი ცესკო-ც არალეგიტიმურია, მის მიერ დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც არალეგიტიმურია და ყველაფერზე უნდა თქვა უარი. ჩვენ დაველოდებით, რას გააკეთებენ ესენი. თუ მართლა უარს ამბობენ, პარლამენტი რომ შედგება, მათ მისაღები აქვთ გადაწყვეტილება, ან აღიარებ არჩევნებს, ან ამბობ, რომ ერთხელ თუ არჩევნები „გაფუჭდა“, უკანონო არჩევნების შედეგით პარლამენტში შევედით, ყველა არჩევნები ასე იქნება და საარჩევნო უფლება მოკვდება საქართველოში. ჩვენ მეორეს მხარეს ვართ. ჩვენ მზად ვართ, ჩვენს სამ მილიონ-ნახევარზე ვთქვათ უარი, თუ ყველა ბარიერგადალახული, ოთხი პარტია იტყვის უარს თავის დაფინანსებაზე. ეს ორი და ხუთი თვის მერე კი არა, ახლა საპასუხო კითხვაა, უნდა დაწერონ, არ ვიღებ ფულს, არ ვცნობ არჩევნებს, ან ამას თუ არ იზამენ და საბიუჯეტო ფულს ხელს მოკიდებენ – საბიუჯეტო დაფინანსებას და ხელფასს თუ იღებ, რა ბოიკოტს აცხადებ და შედეგებს არ ცნობ, გიჟი ხომ არ ხარ?!“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ღამის კურიერში“.

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი დღეს საერთოდ არ ყოფილა

მინისტრობის კანდიდატებზე ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს დავუტოვოთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. კითხვაზე, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტობის კანდიდატზე თუ იყო მსჯელობა, ასევე ახალ მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელია თუ არა ცვლილებები, მდინარაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს ამაზე საუბრის უფლებამოსილება ირაკლი კობახიძეს აქვს. „პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარი დღეს საერთოდ არ ყოფილა - არც ერთი სიტყვა! რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ ამაზე პოლიტსაბჭოზეც არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი, დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამისი თქმის უფლება არც ერთ სხვა ადამიანს, გარდა ერთისა და ეს არის მხოლოდ ირაკლი კობახიძე, რადგან ის არის სწორედ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ვერ დაინახეს, ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ბოკუჩავას არავინ აღიქვამს ლიდერად,...

ევროპაში მარტო ის კი ვერ დაინახეს, ოპოზიციაში ლიდერი ვინ არის, ამ ოპოზიციას საერთოდ რისი თავი აქვს, ის ვერ დინახეს. იმიტომ თქვეს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ სახით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას არათუ ლიდერი არ ჰყავს, ერთიანი იდეაც არ აქვს. „ბოკუჩავს თუ ჰგონია, რომ ოპოზიციაში ლიდერი თვითონ არის, ეს იქ გაარკვიოს. არავინ არ აღიქვამს მას ლიდერად, ვაშაძე ლიდერობას არ დაუთმობს. რეალურად დავინახეთ, რომ არამცთუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ ერთიანი იდეა არ აქვთ. იდეა რომ ერთიანი არ გაქვს, ვერც ერთიანი ლიდერი გეყოლება. ეს დაინახეს მათმა პატრონებმა. როცა კითხულობენ, იდეა ან გეგმა რა გაქვთ, ან მტკიცებულება რა გაქვთ და ლიდერი სად გყავთ, ვერაფერზე პასუხი რომ ვერ მიიღეს მათმა პატრონებმა ევროკავშირში, თქვეს, რომ ეს ხალხი უნიათოა და ისევ სჯობს, მოქმედ ხელისუფლებასთან გვქონდეს ურთიერთობაო. ეს არის რეალობა და ბოკუჩავამ თქვა ეს რეალობა, რომ უცხოეთში დაინახეს, ოპოზიციაში არათუ ლიდერი არ ჰყავთ, საერთოდ არ აქვთ იდეა, რა უნდათ, გარდა ერთისა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, უკვე ოპოზიციაშიც მიხვდნენ, რომ მათი საქმე დასრულებულია. „ახლა ნელ-ნელა ერთმანეთისთვის გადაბრალებები წავა. საჯაროდ ვიხილავთ ოპოზიციის ცალ-ცალკე აღებულ ლიდერებს, ერთმანეთს რომ დააბრალებენ იმ კრახს, რაც არჩევნებში და არჩევნების შემდგომ განიცადეს. ბოკუჩავას ეს გამოსვლა ზუსტად ამის მანიშნებელია, რომ ყველა აუცილებლად დაიწყებს თავის მართლებას, რომ ეს კრახი მისი კი არა, სხვა ოპოზიციონერი ლიდერების ბრალი იყო. ეს ზუსტად იმის მანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, ოთხივე აუცილებლად უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: არ არის გამორიცხული, პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ – იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და მანდატებზე უარის...

არ არის გამორიცხული ისინი პირველივე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, მათ იცოდნენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით დაწერილ განცხადებებს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს იქამდე, სანამ პარლამენტი მათ უფლებამოსილებას არ ცნობს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ოპოზიციის წარმომადგენლებს მანდატებზე თქვან უარი, რასაც მამუკა მდინარაძის განმარტებით არც ერთი მათგანი არ გააკეთებს. „საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას, არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია „ქართული ოცნება“ კვლავ შალვა პაპუაშვილს ასახელებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბოლო სიახლეები