„უსამშობლო“ – როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს აზიარებს.
„უსამშობლო“ – როგორც წესი, სწორედ ასე მოიხსენიებს ქართველი ხალხი რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ფსევდოლიბერალური ინტერნაციონალის ამორფულ „ღირებულებებს“ სწირავს.
თუმცა ეს, გამყიდველობის მორიგი დონეა. საქართველოს ექსპრეზიდენტი „საკუთარ“ ქვეყანაზე ისე საუბრობს, თითქოს საქართველო უცხო სახელმწიფო და პაიკია დისტანციურ თამაშში: „თუკი ამერიკას სურს იყოს პირველი, იყოს ძლიერი, მან არ უნდა დაუშვას 3.7 მილიონი მოსახლის მქონე პატარა ქვეყნის მხრიდან დამცირება,“ – ასე უპატივცემულოდ მოიხსენიებს იგი საქართველოს მოქალაქეებს. ოპოზიცია ვერ აფასებს, რომ ნამდვილ პარტნიორობას საფუძვლად უდევს ორმხრივი პატივისცემა და არა მორჩილება“, – წერს პაპუაშვილი.