ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას, კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩი, მარგე მარდისალუ-კაჰარი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ესტონეთი გმობს ქართველი ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.
საქართველოში რეპრესიული კანონები და ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს.
კიდევ ერთი ბნელი საათი დემოკრატიისთვის საქართველოში”, – წერს მარდისალუ-კაჰარი.