ესპანეთის სანაპიროსთან ოთხი მიგრანტი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის სანაპირო დაცვამ გიბრალტარის სრუტესთან ერთი ადამიანის გადარჩენა შეძლო, კიდევ 7 დაკარგულის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, ნავზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მაროკოდან ევროპაში მოხვედრას ცდილობდნენ.