ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გოცირიძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„სიცოცხლით სავსე ქართველი კაცი და ძმა დავკარგეთ ყველამ! როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?!ბექა, სიზმარში მგონია თავი, 2 დღის წინ არ გელაპარაკე.“ – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.
ბექა გოცირიძე 1988 წელს დაიბადა. ის 2005 წლიდან 2009 წლამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.

