ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებული.
ძალიან ბევრი მიზეზის გამო, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით, საიდანაც წელიწადზე მეტია წამოვედი, არცერთხელ მისაუბრია საჯაროდ – მიუხედავად, თითქმის ყოველკვირეული ინტერესისა, მედიის თუ საზოგადოების მხრიდან.
არც ახლა ვაპირებ ვრცელ კომენტარს. მხოლოდ მოკლედ – ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტიდან გამოყოფა და კულტურის სამინისტროსთან შეერთება არის მცდარი გადაწყვეტილება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გიორგი კეკელიძე წერს.