სამშაბათი, იანვარი 27, 2026

ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 66.93 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.23 მილიარდი ლარით, ანუ 1.87%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 15.78% შეადგინა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 447.02 მილიონი ლარით, ანუ 1.42%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 4.90%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 52.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.60%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.27%, ხოლო ევროს წილმა 20.07% შეადგინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპული და-ძმის ვინაობა ცნობილია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში და-ძმის ცხედრები იპოვეს. დაღუპულები არიან დარია და ტარიელ ფარტენაძეები.„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, და-ძმის - 1972 წელს დაბადებული ტ.ფ. -ს და 1970 წელს დაბადებული დ.ფ. - ს გარდაცვალება გამოიწვია მოყინვამ. (სხეულის გადაციებამ).პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილებს განზრახ მიყენებული რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებათ რაც სიკვდილს გამოიწვევდა. მომხდართან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - განაცხადეს შსს-ში.

ტრამპი: უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა.თეთრი სახლის ეზოში მედიის წარმომადგენლებთან კომენტარისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პროცესი იმედისმომცემ ფაზაშია.„უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი ამბები ხდება“, - განაცხადა ტრამპმა უკრაინის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პროგრესს მიაღწიეს მხარეებმა ან რა ვადებშია მოსალოდნელი საბოლოო შეთანხმება.

ანდრეი სიბიგა – 20-პუნქტიანი დოკუმენტი ჯერჯერობით ორმხრივია, ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა, ისევე, როგორც რუსეთი და ამერიკა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, 20-პუნქტიან სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინა ხელს მოაწერს აშშ-სთან, ხოლო აშშ ცალკე მოაწერს ხელს დოკუმენტს რუსეთთან.ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „ევროპეისკაია პრავდასთვის“ ინტერვიუში ისაუბრა.„თუ ვისაუბრებთ მხოლოდ ამ 20-პუნქტიან ჩარჩოზე, ეს ჯერჯერობით ორმხრივი დოკუმენტია, რომელსაც ხელს მოაწერენ აშშ და უკრაინა. ისევე, როგორც რუსეთთან ხელს მოაწერს აშშ. ამჟამად სწორედ ასეთი კონსტრუქცია განიხილება, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ გრძელდება, ეს პროცესია“, – აღნიშნა სიბიგამ.რაც შეეხება ევროპელების მონაწილეობას „სამშვიდობო დოკუმენტის“ დამტკიცებაში, როგორც სიბიგამ აღნიშნა, ევროპული მხარე წარმოდგენილია სამშვიდობო პროცესში და უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებებში.მისივე თქმით, უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო ხასიათს უნდა ატარებდეს.„მნიშვნელოვანია, არსებობს თანხმობა გარანტიების რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, მათი რატიფიცირების შესახებ აშშ-ის კონგრესში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ქართველი პრინცესას, ქრისტინე ბაგრატიონის შვილი, ოჯახი და ბედნიერი ცხოვრება

"დღეს ჩვენი ბაგრატის დაბადების დღეა და 5 წელი შეუსრულდა. უფლის წყალობა ჰქონოდეს ყოველთვის და აღიზარდოს ნამდვილ ქართველ ვაჟკაც პიროვნებად. გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე ბაგრატიონი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს. ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში."პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა".

მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად

მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან"  გაიცნო და შეიყვარა. ის სერიალში სანდროს როლს ასრულებდა. სანდრო სერიალში წარმოადგენს "ინტელიგენტი თბილისელის" ერთგვარ კარიკატურას, რომელიც მუდმივად ცდილობს წესრიგის და ლოგიკის შენარჩუნებას იმ ქაოსში, რასაც ღლონტები და მათი მეზობლები ქმნიან, თუმცა მისი დაბნეულობა ამ სიტუაციებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.ჯაბა კილაძე, სერიალის გარდა, თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ იხილოთ - ის მოქმედი მსახიობია და მისი როლები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ჯაბა კილაძეს დღემდე ბევრი მოიხსენიებს "სანდროს" სახელით, მისი ყოველი გამოჩენა კი ნოსტალგიასთან, ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება - სწორედ ამიტომაა, რომ მას დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისი ფოტოები ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად.

ბოლო სიახლეები