შაბათი, აპრილი 12, 2025

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

2025 წლის მარტის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, – ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე.

2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6%-ს (714.9 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის გამო მარტის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულებაა დაახლოებით 195 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პაატა მანჯგალაძე – ვეუბნები „ქართულ ოცნებას”: დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ...

ვეუბნები „ქართულ ოცნებას": დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ! შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.მისი თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლისთვის შეიქმნა, რუსული პროექტია.„გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა! და მართლა მაინტერესებს, რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, დღეს კი „ქოცები“ ახორციელებენ.უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი, მაგრამ ეს არ გამოვა, ეს ყველაფერი დროებითია. მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!ვეუბნები „ქართულ ოცნებას", დაიმახსოვრეთ, კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები! გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაიკლებს – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ლაზარეს შაბათი – შემზადება აღდგომისთვის

ლაზარეს შაბათი — ბზობის წინა შაბათი. ამ დღეს ეკლესია დღესასწაულობს, ოთხი დღის მკვდარი და საფლავში დადებული, მართალი ლაზარეს მაცხოვრის მიერ მკვდრეთით აღდგინებას.ლაზარეს აღდგინების შესახებ მოთხრობილია იოანეს სახარების მე-11 თავში. სადაც უფალმა ასევე დაადასტურა იმის შესახებ, რომ ის არის ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველი, აღთქმული მესია ისრაელისა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება წინ უსწრებს მაცხოვრის აღდგომას. უფალს სურდა თავისი მკვდრეთით აღდგომისთვის შეემზადებინა მოციქულები."ლაზარე" ებრაული სახელია და ქართულად "ღვთის წყალობას" ნიშნავს. ლაზარე ბეთანიაში დაიბადა, იერუსალიმის მახლობლად. იგი მართასა და მარიამის ძმა იყო. უფალ იესო ქრისტეს ძლიერ უყვარდა მართალი ლაზარე და მას თავის მეგობარს უწოდებდა.როდესაც ლაზარე ავად გახდა, მარიამსა და მართას მაცხოვრის სასწაულთმოქმედების იმედი ჰქონდათ, ამიტომ პატივისცემით გაუგზავნეს კაცი ქრისტეს და შეატყობინეს: უფალო, შენ ვინც გიყვარს, ავადაა. მათ იცოდნენ, რომ მაცხოვარი ინებებდა ლაზარეს განკურნებას. ეს რომ უფალმა გაიგო, თქვა, სნეულება სასიკვდილო არ იყო. იესოს უყვარდა ლაზარე და მისი დები. თუმცა უფალი მათ არ გაჰყვა, რადგან სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული.ლაზარე გარდაიცვალა. იესო თვლიდა, რომ მან მიიძინა. მართალი ლაზარე კლდეში ესვენა, გამოქვაბულს ლოდი ჰქონდა მიფარებული.გლოვა 7 დღე გაგრძელდა. უფალი მხოლოდ 4 დღის შემდეგ ჩავიდა. ბეთანიაში მართა იესოს შეეგება. მარიამი კი სახლში იმყოფებოდა. მართამ უთხრა მაცხოვარს: შენ რომ აქ ყოფილიყავი, ლაზარე არ მოკვდებოდაო. მართამ იცოდა, უფალს ძალუძდა მისი ძმის მკვდრეთით აღდგენა. მას სურდა, რომ იესოს მისი ძმა აღედგინა. მაგრამ ამის შესახებ პირდაპირ ვერაფერი თქვა და ასე მიმართა იესოს: მე მჯერა, რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს იგი. უფალმა კი უპასუხა, რომ თავად ის იყო ყველასთვის სიცოცხლე:"მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე".იესომ დაინახა, როგორ ტიროდა მართა და მასთან ერთად მისული იუდეველები. უფალიც აცრემლდა.მივიდა 4 დღის დაფლულ ლაზარეს საფლავთან, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული, მსახურებს გადააგორებინა და მიმართა გარდაცვლილს: ლაზარე, გამოდი!მართალი ლაზარე გამოვიდა მიცვალებულის სუდარაში შეხვეული – ხელფეხშეკრული. აღესრულა ორი სასწაული: მკვდრის აღდგომა და ხელფეხშეკრულის უფლის სიტყვისამებრ საფლავიდან გამოსვლა. მაშინ მაცხოვარმა უბრძანა მსახურებს, გაეთავისუფლებინათ სუდარისაგან ლაზარე.აღსდგა ლაზარე ისეთივე სხეულით, როგორიც ჰქონდა. ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულმა მრავალი იუდეველი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ლაზარემ კიდევ 30 წელი იცხოვრა. უფლის ნებით იგი კვიპროსის ეპისკოპოსი გახდა და იქვე მშვიდობით მიიცვალა.ეპისკოპოს ლაზარეს წმინდა ნაწილები კიტეაში იქნა დასვენებული. ბიზანტიის იმპერატორის – ლეონ ბრძენის ბრძანებით, 898 წელს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარში მიუჩინეს ადგილი.ლაზარეს 2 საფლავი არსებობს: ბეთანიასა და კვიპროსზე. საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია ლაზარეს შაბათს განსაკუთრებულად ზეიმობს.საეკლესიო წესით, ლაზარეს შაბათი და ბზობის დღესასწაული თევზით ხსნილია.

ჯეფრი საქსი – ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის

ევროპელებმა და შტატებმა თავი უნდა დაანებონ ქართულ პოლიტიკას, ვფიქრობ, გავლენები და ჩარევები არანაირი სარგებლის მომტანი არ არის, – ამის შესახებ ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც საქსმა აღნიშნა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რადგან, მისი შეფასებით, ეს რთული რეგიონია.„იმედი მაქვს, ეს ხალხი საქართველოს საშუალებას მისცემს, ჰქონდეს საკუთარი პოლიტიკა, შიდა საქმეები იმ შფოთვის გარეშე, რომელიც ბრიუსელიდან, თუ სხვა მხრიდან მოდის. მეორე – მჯერა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთად უნდა იმუშაონ, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორების ეკონომიკურ სტრატეგიაზე, ისე უსაფრთხოებაზეც, ვინაიდან ეს ცოტათი რთული რეგიონია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით სამხრეთ კავკასიას შეუძლია, ეფექტურად იმუშაოს.ამერიკელი პროფესორის თქმით, რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად იქცა აშშ-ის მიერ საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება.„მთელი ეს გარედან მომავალი შფოთვა და მღელვარება ნამდვილად არ იყო კარგი. ისტორიულ ჭრილში, გულწრფელად რომ გითხრათ, როდესაც აშშ-მა საქართველოში ნატო-ს იდეის განვითარება დაიწყო, სამწუხაროდ, ეს ნამდვილად იქცა მთელი რეგიონისთვის დესტაბილიზაციის ფაქტორად. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. ნატო შორს უნდა დარჩენილიყო, უკრაინიდანაც და ახლა მთელი მსოფლიო გაცილებით უსაფრთხო იქნებოდა, რადგან არ შეიქმნებოდა რუსეთთან ჯერ ეს უკიდურესი დაძაბულობა და ახლა ომი, რამაც დესტაბილიზაცია მოიტანა ყველასთვის“, – აღნიშნა საქსმა.

შალვა პაპუაშვილი – ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც ბავშვთან ერთად ცხოვრობს, ეს ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც საპარლამენტო გამოძიებისას საქართველო ისმენს

ქართველი როდიონოვები თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს, ეს ნაცნობი ხელწერაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილის თქმით, უკვე მესამე დღეა, ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები საქართველოს საზოგადოებას პასუხის ღირსადაც არ თვლიან.„დონორებისგან წახალისებული და „ენჯეობისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორი თავისი ამაზრზენობის პიკშია. 9 აპრილის ძალადობის შემდეგ, დღეს, ღამის 2:00 საათზე, ქართველი როდიონოვები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, თეა წულუკიანს მიუვარდნენ სახლში, სადაც, მისი ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს.სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს.ევროპის სახელით მოთარეშე ორკების დღევანდელი ძალადობის აქტი კარგი მიზეზია, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვისი დასმა უნდოდათ ხელისუფლებაში გარედან. ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს.უკვე მესამე დღეა, ამ ტერორის მიმართ სოლიდარული დონორები პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას“, – წერს პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები