ერთ დღეში შეცვლილი გადაწყვეტილება – მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით კონსილიუმთან შესახვედრად მზად არის

Read Time:51 Second

თითქმის 1 საათიანი აუდიენციის შემდეგ, ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა საზოგადოებას სააკაშვილის ახალი პოზიცია რუსთავის ციხესთან აცნობეს. გუშინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს უკვე შეცვლილია, ექსპრეზიდენტი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით კონსილიუმთან შესახვედრად მზადაა.

სააკაშვილმა სამედიცინო მომსახურებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც შეხვედრების ოთახში ცვლილებები განხორციელდა, მასსა და ადვოკატებს შორის  მინის ბარიერი აიგო. ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები ამას უფლებების დარღვევად აღიქვამდნენ. მინის ბარიერი ადვოკატებსა და მსჯავრდებულს შორის რჩება, თუმცა, პატიმრის ინტერესების დამცველების განმარტებით, ახლა ისინი წერილების მეშვეობით კომუნიკაციას კვლავ შეძლებენ.

ცვლილებების საჭიროებას საკუთარი არგუმენტაციით ხსნის პენიტენციური სამსახური. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლება ექსპრეზიდენტისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდრეგულაციების დარღვევამ გამოიწვია.

იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტთან ვიზიტზე ადვოკატები შევიდოდნენ, ის უკრაინელმა მეუღლემ მოინახულა. ჟურნალისტებთან საუბრისას ლიზა იასკომ განსაკუთრებული ყურადღება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გაამახვილვა და თქვა, რომ აუცილებელია მისი კლინიკაში გადაყვანა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის პატიმრობას დღეს, კიდევ ერთხელ, ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ.

მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა, რაც პატიმრობაში იმყოფება, სწორედ ამდენივე დღეა ექსპრეზიდენტი შიმშილობს. დღეს მის მხარდასაჭერად ციხესთან ემიგრანტებიც მივიდნენ. ამ ფორმით მათ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: გეგმავდნენ რუსთაველის გამზირზე 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, იყო გეგმა, რომ აიღებდნენ ცესკოს შენობას, პარლამენტს, კანცელარიას და სრულ ქაოსში გაეხვეოდა ჩვენი ქვეყანა, ასეთი სცენარით
Next post ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდპასპორტები აღიარა