UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ქალიშვილი, ჯორჯინა 1 წლის გახდა.
ილიას მეუღლემ, ჯორჯინა უზკატეგუიმ შვილს დაბადებისდღე გულთბილი და ემოციური ტექსტით მიულოცა.
“ერთი წელი და ცხრა თვე შენთან ერთად.
იმ წამიდან, რაც შენზე გავიგე, დაიწყე ჩემი შეცვლა, ისეთი გზებით, როგორითაც ვერც კი წარმომედგინა. შენ დამანახე, რომ სიყვარული ყველაფერს შეუძლებელს ხდის და ყოველდღე მასწავლი, რომ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა, რაც შემიძლია დაგიტოვო, არის ის, რომ გაჩვენო – სადაც არ უნდა წავიდეთ, შეგვიძლია ის ადგილი უკეთესი დავტოვოთ, ვიდრე ვიპოვეთ.
შენ, ვინც დედად მაქციე და ჩემს ცხოვრებას კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობა მიეცი. შენ, ვინც პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გავიგე – ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. შენ, ვინც ჩემს ყველა ოცნებაზე ბევრად მეტი ხარ – ჩემი ანგელოზი შვილის სახით.
დღეს შენი პირველი დაბადების დღეა და გისურვებ სიყვარულით, თავისუფლებით სავსე ცხოვრებას, ყველა სფეროში.
შენ, ჩემო მზის სხივო, რომელიც ანათებ ჩემს სამყაროს. უბრალოდ მიყვარხარ. ჩემო მამაცო, ჭკვიანო და ძლიერო გოგონა.
სიყვარულითა და პატივისცემით, გიორგინა უზკატეგი, დედა” – წერს ჯორჯინა და დაბადების დღის ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.