„გაგუას კლინიკა“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მათ კლინიკაში 17 დეკემბერს სამი ტყუპი გოგო – მარიამი, ნატალი და კატო დაიბადნენ. კლინიკა ტყუპების დედასთან ინტერვიუს გვთავაზობს, სადაც ნინი ირემაძე ამბობს, რომ ტყუპების დაბადება მისთვის უდიდესი ემოცია იყო.
„გაგუას კლინიკაში კიდევ ერთი განსაკუთრებული ისტორია დაიწერა – ერთდროულად სამი პატარა სიცოცხლე მოევლინა სამყაროს. სამი ტყუპის დაბადება ჩვენი გუნდისთვის დიდი ემოცია და ამავდროულად, უდიდესი პროფესიული პასუხისმგებლობა იყო. გაგუას კლინიკა – ერთად პირველი ჩასუნქთვისთვის“, – წერს კლინიკა.

