ხუთშაბათი, სექტემბერი 25, 2025

“ერეკლე მეორე უდავოდ დიდი მეფე იყო და ის ძეგლს ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ… ერეკლემ ტრაქტატს იძულებით მოაწერა ხელი, ესენი კი ღალატით მოაწერენ” – რას წერს გია ხუხაშვილი

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ერეკლე მეორე უდავოდ დიდი მეფე იყო და ის ძეგლს ნამდვილად იმსახურებს. მაგრამ, ამ ისტორიულ მომენტში ძეგლის დადგმის სიმბოლიკა არის არა მისი მტერთან ბრძოლის მდიდარი ისტორია, არამედ რუსეთთან ტრაქტატი-2-ზე ხელმოწერის შემზადება.

განსხვავება იმაშია, რომ ერეკლემ ტრაქტატს იძულებით მოაწერა ხელი, ესენი კი ღალატით მოაწერენ. ტყუილად წვალობ, არ გამოვა შენგან დიდი ერეკლე მეფე, უფრო ორჯონიკიძეს გავხარ…” – წერს გია ხუხაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – დალასში მომხდარი ძალადობა არის რადიკალი მემარცხენე დემოკრატების მხრიდან სამართალდამცველების მუდმივი დემონიზაციის შედეგი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დალასში საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლის ფაქტს ეხმაურება.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანს, რომელმაც დაკავების ცენტრში ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს, ტყვიებზე წარწერა ჰქონდა გაკეთებული „ანტი-ICE“ — ანუ წინააღმდეგი იყო აშშ-ის საიმიგრაციო  სამსახურის მუშაობის.„ეს საზიზღრობაა! საიმიგრაციო სამსახურის მამაცი ქალები და კაცები უბრალოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს — ისინი ცდილობენ ყველაზე საშიში კრიმინალები გააძევონ ჩვენი ქვეყნიდან, თუმცა დღითი დღე ეჯახებიან უპრეცედენტო მუქარებს, ძალადობას და თავდასხმებს გონებრივად გაუწონასწორებელი რადიკალი მემარცხენეებისგან. ეს ძალადობა არის შედეგი იმისა, რომ რადიკალი მემარცხენე დემოკრატები გამუდმებით ახდენენ სამართალდამცველების დემონიზაციას, მოითხოვენ აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის გაუქმებას და საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრებს „ნაცისტებს“ ადარებენ. რადიკალი მემარცხენე ტერორისტების მხრიდან ძალადობა, განსაკუთრებით ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრები და სამართალდამცავი სტრუქტურების სხვა მამაცი წევრები სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ჩვენ უკვე ოფიციალურად გამოვაცხადეთ „ანტიფა” ტერორისტულ ორგანიზაციად და ამ კვირაში მოვაწერ ხელს აღმასრულებელ განკარგულებას შიდა ტერორისტული ქსელების დემონტაჟისთვის”, – წერს ტრამპი.დონალდ ტრამპმა ასევე მოუწოდა დემოკრატებს, შეწყვიტონ რიტორიკა საიმიგრაციო სამსახურისა და აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.„ტრამპის ადმინისტრაცია სრულად დგას სამართალდამცველების გვერდით. ჩვენ ვგეგმავთ მტკიცე საზღვრების დაცვას, ქვეყნის უსაფრთხოების გამყარებას, ძალადობრივი უკანონო კრიმინალების დეპორტაციას და მემარცხენე შიდა ტერორიზმის ძირიან აღმოფხვრას, რომელიც აშინებს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა ტრამპმა.შეგახსენებთ, დალასის საიმიგრაციო დაკავების ცენტრში სროლა იყო. დაღუპულია თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანებით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობა. კრიტიკულია ორი ადამიანის მდგომარეობა.

ჯეი დი ვენსი – დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვისაა ცუდი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთისთვისაა ცუდი.ჯეი დი ვენსის თქმით, თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსები თუ უარს იტყვიან კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე, ეს ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის და ეს არ არის პოზიციის ცვლილება.„რუსები თუ უარს იტყვიან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებზე, მგონი, ეს ძალიან, ძალიან ცუდი იქნება მათი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა ეს ცხადად განაცხადა. ეს პოზიციის შეცვლა არ არის, ეს მიწაზე არსებული რეალობის აღიარებაა. ტრამპის ადმინისტრაციაში ყოველ დღე გავაგრძელებთ მშვიდობისთვის ბრძოლას”, – თქვა ვენსმა.მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი რუსების მიმართ წარმოუდგენლად მოუთმენელი ხდება.„ტრამპი დარწმუნდა, რომ ეს ომი ცუდია რუსეთისთვის. ის ხედავს რიცხვებს“, – აღნიშნა ვენსმა.

თამარ ჩიბურდანიძე: ჯამბაზების პოლიტიკა დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.მისი თქმით, ზელენსკის განცხადება ღიმილისმომგვრელია და უკავშირდება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს ერთადერთი მიზნით, რომ როგორმე დაეხმაროს ოპოზიციას. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალ რეალობაში, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ.„უკრაინის პრეზიდენტის განცხადება საქართველოზე “ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში”, სულ მცირე ღიმილის მომგვრელია. თავად ხომ უკვე „გააწევრიანა” ქვეყანა ევროკავშირში და ახლა ჩვენზე “წუხს”. კაცს, რომელსაც ევროპული სახელმწიფოები ერთმანეთზე მიყოლებით უცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყანა აგენტურული პოლიტიკით, ჩვენზე “შესტკივა” გული, თურმე აქ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის რეგრესია. არადა, სწორედ ამ ინდექსით იგივე ევროპული ორგანიზაციების კვლევებით, უკრაინას პულსი არ ესინჯება, საქართველო კი მოწინავე რიგებშია.ყველასათვის გასაგებია, რომ ზელენსკის “მეგობრული წუხილი” მოახლოებული არჩევნებით არის გამოწვეული, იქნებ როგორმე დაეხმაროს ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ სატელევიზიო ეთერში ესაუბრებიან. უკრაინის პრეზიდენტი რომ სხვა ქვეყანაზე სასაუბროდ მოიცლის, მართლაც სასაცილოა.არაჩვეულებრივი პროცესები მიდის მსოფლიოში. ეს ის დინებაა, სადაც საქართველომ უკვე შეცურა და აუცილებლად გაგვიყვანს ჩვენთვის სასურველ ნაპირზე.ფულზე გაყიდული ჯამბაზების პოლიტიკა კი დასასრულს უახლოვდება. ახალ რეალობაში, სადაც ტვინების ჭიდილია, ზელენსკის და ევრობიუროკრატებს აღარაფერი ესაქმებათ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

„ასეთი გრძნობა არასდროს მქონია, დეტალების დაწერის მართლა მეშინია, მაგრამ… გადავრჩი, დავბრუნდი“ – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და გულშემატკივრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლეს ინფორმაციას უზიარებს.„დავბრუნდი სახლში. ის სუპერ ოპერაცია ვერ გამიკეთეს. ამიტომ პალატიდან ვერ მოგწერეთ, როგორც შეგპირდით. მაპატიეთ.ხუთი ოპერაცია დამჭირდა გართულებების გამო. აზროვნება მიჭირდა და სიცოცხლის მეშინოდა. ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. დეტალების დაწერის მართლა მეშინია, ვერ გიზიარებთ  სრულად გაქრა მაშინ ჩემი ოპტიმიზმი. თითქოს გამტეხა იმ ტანჯვამ და დაუსრულებელმა საოპერაციო სივრცემ და პალატამ. მთელი თვე მხოლოდ ცას ვუყურებდი საწოლიდან და გამოსამშვიდობებელ ტექსტებზე ვფიქრობდი ასე იყო მთელი ივლისი. მერე ხანგრძლივი რეაბილიტაცია. მაგრამ…ეს ჩვენს ხელში არაა! ჩაგხედავს თვალებში შვილი, ძალაგამოცლილ ხელს ჩაიხუტებს პატარა ძმის შვილი, გაგიბრაზდება ძმა, მოგეფერება მისი ცოლი, ხელებდაკაპიწებული ჩამოფრინდება და ნიუ-იორკიდან დასახმარებლად, სიურპრიზად თავზე დაგადგებიან საუკეთესო დაქალები, უამრავი ადამიანი მოგიკითხავს და სიყვარულს გამოგიგზავნის და… რა მოხდება? ბედნიერებისგან აცრემლებული თვალები და სადღაც მიჩქმალული იმედი ისევ ამოანათებს. და მუხლების კანკალით, მაგრამ მაინც გადადგამ პირველ ნაბიჯებს. თავიდან ისწავლი სიარულს. გეტკინება და მაინც გაიღიმებ ან კარგად შეიგინებ და განაგრძობ ბრძოლას!გადავრჩი, დავბრუნდი და ვაგრძელებ ქიმიოთერაპიას. თქვენი ყველას გულშემატკივრობით, გამოგზავნილი ენერგიით და სიყვარულით გაძლიერებული ვუბრუნდები ბრძოლას, ამ ომს, რომელიც გახანგრძლივდა, მაგრამ აუცილებლად დასრულდება ჩვენი გამარჯვებით! არ ვარ მე მარტო და ამიტომ ვიმარჯვებ“, - წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

კი­ნოს იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი, კლა­უ­დია კარ­დი­ნა­ლე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კი­ნოს იტა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი, კლა­უ­დია კარ­დი­ნა­ლე 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.ის არის ერთ-ერთი იმ მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან, რომ­ლებ­საც იტა­ლი­უ­რი კი­ნოს "ოქ­როს ხანა" უკავ­შირ­დე­ბათ. კლა­უ­დია მო­ნა­წი­ლე­ობ­და ისე­თი დიდი რე­ჟი­სო­რე­ბის ფილ­მებ­ში, რო­გო­რე­ბიც არი­ან ფე­დე­რი­კო ფე­ლი­ნი და ლუ­კი­ნო ვის­კონ­ტი.მსა­ხი­ობ­მა სი­ცო­ცხლის ბოლო დღე­ე­ბი საფ­რან­გეთ­ში, შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა. მისი მშობ­ლე­ბი სი­ცი­ლი­ე­ლე­ბი იყ­ვნენ. კლა­უ­დია ტუ­ნის­ში და­ი­ბა­და, სა­დაც 18 წლის ასაკ­ში სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და "კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე ლა­მაზ იტა­ლი­ელ ქა­ლად და­სა­ხელ­და. პრი­ზი ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გამ­გზავ­რე­ბა იყო. აქ კი უკვე ახალ­გაზ­რდა კლა­უ­დია კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტი გახ­და და აქე­დან იწყე­ბა მისი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რის აღ­მას­ვლა.ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა და პო­პუ­ლა­რო­ბა 1963 წელს მო­ი­პო­ვა, რო­დე­საც ითა­მა­შა ფე­ლი­ნის ოს­კა­რო­სან ფილმში "8 1/2"

ბოლო სიახლეები