ენძელა მაჭავარიანი ხატია დეკანოიძეს: პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშვილზე ლაპარაკობ!

Read Time:49 Second

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში საპარლამენტო უმრავლეოსაბასა და ოპოზიციუი პარტიების წარმომადგენელებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია დღის წესრიგში გუშინ, ბორჯომში მომხდარი ინციდენტის საკითხის შეტანას ითხოვდა. რასაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.

ერთმანეთს სიტყვიერად “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.

ენძელა მაჭავარიანი: “ვიდრე იმთ ცემაზე თვენ არ აგებთ პასუხს, თქვენი საზოგადოებაში გამოჩენა იქნება პრობლემა! უნგა გრცხვენოდეს!”

ხატია დეკანიძე: :ბიძინა ივანიშვილთან წადი….

ენძელა მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილი შენს წონაში არ გამოდის საყვარელო, პირი გამოირეცხე, როცა ბიძინა ივანიშველზე ლაპარაკობ!

შეგახსენებთ, საშტატო ნუსხის გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ოპოზიციური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ.

“ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენელი ბორჯომის საკრებულოში გიორგი გიუაშვილი ამტკიცებს, რომ „ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ და ცემეს.

მოგვიანებით კი ბორჯომის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია ჩავიდა, რომლის გამოჩენასაც ხელმეორედ დაპირისპირება მოჰყვა.

ნიკა მელიას გააცხადებით, მას “ქართული ოცნების“ აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

„ქართული ოცნების“ წევრები კი აცხადებენ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე ორი თვეა მერიის თანამშრომელბის სახელფასო სარგოს არ ამტკიცებს და სიტუაცია ბორჯომის თვითმმართველ ორგანოში დაპირიპირებამდე მიიყვანა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა
Next post სერიალი, რომელმაც შესაძლოა “სამეფო კარის თამაშებს” აჯობოს