შაბათი, თებერვალი 22, 2025

ემანუელ მაკრონი – შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ, უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში

შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ, უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპელებმა, ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთი, რომ არ დაბრუნდეს და ხელახალა არ დაიპყროს. ამგვარი შეკავების გარეშე რუსეთი თავის სიტყვას არ დაიცავს. ეს ჩვენ უკვე გამოვცადეთ. 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, გვქონდა ის, რასაც მინსკის პირველი, შემდეგ კი მეორე შეთანხმება ეწოდა. ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში. ეს არის ის, რასაც ვხედავთ ყველგან, სადაც რუსეთი არის. ამიტომ, ჩემი მიზანია: სწორედ ასეთი მსხვერპლის თავიდან აცილება, აქტიური ჩართულობის გზით ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკრონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სიახლე ონკოპაციენტებისთვის – ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ონკოპაციენტებმა უკვე იციან. უწყებამ, როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის დროს აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი განსაზღვრა. გაიწერა მომსახურების ტარიფიც. ამ დრომდე, ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევების ნუსხას თავად სამედიცინო დაწესებულება ადგენდა, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული იყო ტარიფებიც. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ სხვა რეფორმებზეც საუბრობენ. სიახლეებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების ტარიფი უკვე დადგენილია და მკურნალობის პროცესში ყველა აუცილებელ გამოკვლევას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილებებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ სიახლე ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, კიდევ უფრო გაამარტივებს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დავალიანების დაფარვას უკავშირდება. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიახლე საავადმყოფოების ფინანსურ ნაწილზეც დადებითად აისახება. დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან, ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები 100 პროცენტით ფინანსდება. პაციენტის საჭიროების მიხედვით, ანაზღაურებადია დამატებითი ლაბორატორიული კვლევებიც. ასევე ფინანსდება, ქიმიო, ჰორმონო, სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

დაკავებულია 22 პირი– რა ჩანს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში

ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ყიდიან ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე სულ 22 პირია დაკავებული, მათგან 12-ს კი გამოძიება რეალიზაციას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. ნაწილი წარსულში ნასამართლევია. ჰეროინი, ექსტაზი, მეტადონი, სუბოტექსი - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. "კურიერი" დღეს დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.  

„ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას…“ – თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. “როცა ყველა სიტყვა უძლურია. ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას, კისკისას, უძლიერეს, უჭკვიანეს და ულამაზეს ქალბატონ ნინელი ფოლადაშვილს!” – ინფორმაციას თბილისის 117-ე სკოლა ავრცელებს. ცნობისთვის, მოცეკვავეს, ოთო ფოლადაშვილს დედა გარდაეცვალა. პედაგოგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მედიას: ამ ოთახში ბევრი ადამიანი ვერ აშუქებდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი მენტალურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას

სტივენ მილერმა თეთრი სახლის პრეს-კორპუსს ჩაუტარა „მოქალაქეობრივი გაკვეთილი“ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. თეთრი სახლის შტაბის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში უპასუხა კითხვას, რომელიც მედიის შეშფოთებას იწვევდა იმის გამო, რომ ილონ მასკი „არარჩეული ბიუროკრატის“ ფუნქციას ასრულებს და ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების იგნორირებას ახდენს. ”თქვენ მაცდუნებთ, რომ ძალიან უხეში რამ ვთქვა მედიაში ჩვენს ზოგიერთ მეგობარზე”, - დაიწყო მან. „მართალია, რომ ამ ოთახში ბევრი ადამიანი ოთხი წლის განმავლობაში ვერ მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯო ბაიდენი ფსიქიკურად არაკომპეტენტური იყო და ვერ მართავდა ქვეყანას. „ასევე მართალია, რომ ამ ოთახში ბევრ ადამიანს, ვინც გამოიყენა ეს თეზისი იმის შესახებ, რომ ელონი არ არის არჩეული, წარმოდგენა არა აქვს, როგორ მუშაობს მთავრობა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩავატარო მოკლე გაკვეთილი სამოქალაქო განათლებაში“, - განაგრძო მან.

„პოლიტიკოს“ ცნობით, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც გერმანიაში საარჩევნო გაყალბების შესახებ ცრუ ინფორმაციები ვრცელდება

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა რუსეთთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ფარგლებშიც გერმანიაში საარჩევნო გაყალბების შესახებ ცრუ ბრალდებები ვრცელდება. „პოლიტიკოს“ ცნობით, სოციალურ მედიაში გავრცელებულ გაყალბებულ ვიდეოებში ნაჩვენებია, რომ ლაიფციგში საარჩევნო ბიულეტენებზე თითქოსდა არ არის მითითებული ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატი. კიდევ ერთ ვიდეოში ნაჩვენებია მანქანა, რომელიც, გავრცელებული ცნობით, ანადგურებს იმ ბიულეტენებს, რომლებზეც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვისაა” შემოხაზული. ოფიციალურმა პირებმა და უსაფრთხოების სააგენტომ დაადასტურეს, რომ ორივე ვიდეო ყალბია და ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. „ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ბუნდესტაგის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. ამ დეზინფორმაციული ძალისხმევის მახასიათებლები მიუთითებს Storm-1516-ზე – რუსეთთან დაკავშირებულ გავლენის ოპერაციაზე, რომელიც აქტიური იყო წინა არჩევნებზეც“, – განუცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა „პოლიტიკოს.“ გამოცემის ცნობით, Storm-1516 არის რუსეთთან დაკავშირებული ცნობილი ჯგუფი, რომელმაც ადრეც გაავრცელა არჩევნებთან დაკავშირებული სიცრუე, მათ შორის 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ჯგუფი ეყრდნობა ყალბ საინფორმაციო ვებგვერდებს და სოციალური მედიის ანონიმურ ანგარიშებს შეცდომაში შემყვანი ნარატივების გასავრცელებლად, რაც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევას. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.

ბოლო სიახლეები