კვირა, აპრილი 27, 2025

ემანუელ მაკრონი – უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა

უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე, ახლა პრეზიდენტს პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში ზელენსკისთან რომში გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინელ კოლეგასთან პოზიტიური საუბარი ჰქონდა.

„უკრაინაში ომის დასრულება არის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ პრეზიდენტ ტრამპთან. უკრაინა მზად არის ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს მე ეს დამიდასტურა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან მუშაობა ამის შესასრულებლად. ახლა პრეზიდენტმა პუტინმა უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას მსურველთა კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ ამ ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ ემანუელ მაკრონთან განიხილა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისკენ გზა და ამის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

16 წლის მარიამზე, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა ახალი ინფორმაცია ვრცელდება

16 წლის მარიამზე, რომელსაც თურქეთში პლასტიკური ოპერაცია ჩაუტარდა ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„ულამაზესია, აქვე მინდა მოკლედ გითხრათ, სახეზე დაახლოებით სამოცამდე კუნთია, მხოლოდ გაღიმებისთვის ოცი კუნთის მუშაობაა საჭირო, იმისთვის რომ წარბები შევკრათ, დაახლოებით ორმოცი კუნთის მუშაობა.ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაციას დრო და მუშაობა სჭირდება, მარიამის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რაც მთავარია მარიამი ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მე კი ძალიან მენატრება ჩემი დახატულობა გოგო“, - წერს მედეა იობაშვილი.

გიორგი მამარდაშვილის და მიმართვას ავრცელებს

გიორგი მამარდაშვილის და ნინიკო მიმართვას ავრცელებს.„ბოლო დღეებია საშინლად გაბრაზებული და გაღიზიანებული ვარ, რადგან მთელი დღის განმავლობაში ნომერი მაქვს გამორთული. გარეთ რომ გავდივარ და ნომერს ვრთავ, ტელეფონს მართლა ვერ ვიყენებ. ტელეფონს ვრთავ ღამის 1 საათის შემდეგ იმის იმედით, რომ არავინ არ დამირეკავს. ვგიჟდები ხოლმე, ღამის სამ საათამდე ბავშვები მირეკავენ...“, - ამბობს ნინიკო მამარდაშვილი ვიდეოში.

დაიმახსოვრეთ -ლოცვა, რომელიც კვირაცხოვლობას დილით უნდა წაიკითხოთ

დღეს მართლმადიდებლები კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას აღნიშნავენ.ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ:ტროპარიდაბეჭდულით საფლავით ცხოვრებაჲ აღმობრწყინდი, ქრისტე ღმერთო, და კართა ხშულთა მოწაფეთა წარმოუდეგ, ყოველთა აღდგომაჲ, და სული შენი წრფელი მათ მიერ ჩუენ შორის განმიახლენ დიდითა შენითა წყალობითა.კონდაკიგამომეძიებელითა მარჯუენითა გუერდი შენი ცხოველსმყოფელი განიხილა თომა, ქრისტე ღმერთო, შე-რაჲ-ხვედ კართა დახშულთა, და სხუათა მათ თანა მოციქულთა ხმა-ყო: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი, დიდებაჲ და ქებაჲ აღდგომასა შენსა, ყოვლადძლიერო.

ეკვადორში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ეკვადორის ქალაქ ესმერალდაში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დანგრეულია და დაზიანებულია. შენობები, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიცეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ გააგზავნა პროვინციაში მინისტრები თავშესაფრების საკითხის მოსაგვარებლად და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

📽️ვახტანგ ახობაძემ ყირგიზი მეტოქე მეორედ დაამარცხა

ბათუმში ქართველი პარამკლავჭიდელის, ვახტანგ ახობაძისა და ყირგიზი ბექბოსუნ ტოქტოსუნის მატჩ რევანში გაიმართა 60კგ წონით კატეგორიაში. შეხვედრა ქართველის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.ახობაძე ყირგიზ სპორტსმენს პირველად გასულ ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდა და ის დაპირისპირებაც მოიგო.შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ახობაძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია. პირველად ტიტულს ის 2015 წელს დაეუფლა, ხოლო მეორედ – 2024 წელს.

ბოლო სიახლეები