საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელების მხრიდან შეცდომა იყო ომის დასაწყისში იმის გამორიცხვა, რომ უკრაინაში ჯარები გაეგზავნათ, თუმცა მაკრონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი ესკალაციის პროვოცირება დიდი შეცდომა იქნებოდა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროპის სტრატეგიამ არ იმუშავა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ნატო ამ პერიოდში ორი ქვეყნით გაფართოვდა.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინელებს, რომ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რათა მოლაპარაკება აწარმოონ გრძელვადიან მშვიდობაზე“, – აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება თუ მიღწეული იქნება, ევროპას მოუწევს, უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები.